მექსიკურ სანტა ფეში სტარტი აიღო ჰოკეიში 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატის II დივიზიონის B ჯგუფის გათამაშებამ, რომელშიც საქართველოს ეროვნული ნაკრებიცაა ჩართული.
ქართველმა ჰოკეისტებმა პირველი შეხვედრა ჩრდილოეთ კორეასთან ჩაატარეს და 2 პერიოდის შემდეგ მინიმალური სხვაობით აგებდნენ, თუმცა, დასკვნით ოცწუთეულში ფიზიკურად ვეღარ გაძლეს და 4:9 (2:2, 2:3, 0:4) წააგეს.
საქართველოს ნაკრების მხრიდან გოლები სემიონ ხარიზოვმა, ალექსანდერ ვასილჩენკომ, ბორის კოჩკინმა და არტიომ კოზიულინმა გაიტანეს.
პირველი ტურის სხვა შეხვედრებში ისრაელმა ისლანდიას 6:3 სძლია, მასპინძელი მექსიკა კი ახალ ზელანდიასთან 2:7 დამარცხდა.
დარჩენილი მატჩების განრიგი ასეთია:
22 აპრილი
ისლანდია – ჩრდილოეთ კორეა
ახალი ზელანდია – ისრაელი
მექსიკა – საქართველო
24 აპრილი
ახალი ზელანდია – საქართველო
ისრაელი – ჩრდილოეთ კორეა
ისლანდია – მექსიკა
26 აპრილი
ჩრდილოეთ კორეა – ახალი ზელანდია
საქართველო – ისლანდია
მექსიკა - ისრაელი
27 აპრილი
ისრაელი – საქართველო
ისლანდია – ახალი ზელანდია
ჩრდილოეთ კორეა – მექსიკა