ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის 28-ე ტური წარუმატებელი გამოდგა გიორგი შერმადინის “უნიკახასთვის”. მალაგელები ერთ-ერთ აუტსაიდერ “ბრეოგანს” სტუმრობდნენ და 75:83 დამარცხდნენ.
ქართველი ცენტრი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 15:13 წუთში 4 ქულა, 2 მოხსნა, 1 პასი, ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. გიორგიმ 3-დან 2 ორქულიანი ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, პერსონალური ფოლი კი არ მიუღია.
“უნიკახამ” 16 მოგებითა და 11 მარცხით მე-5 ადგილზე გადაინაცვლა, მომდევნო შეხვედრა კი 28 აპრილს, შინ, “სან პაბლო ბურგოსთან” ელის.