ფეხბურთი

16:16 | 22.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

მბაპე: "რეალი"? პსჟ-ში ვრჩები"

ფრანგული „პარი სენ ჟერმენის“ ლიდერი კილიან მბაპე ზაფხულში გუნდის დატოვებას და მადრიდის „რეალში“ გადასვლას არ აპირებს. ამის შესახებ თავად კილიანმა განაცხადა და აღნიშნა, რომ პარიზში რჩება.

„რეალისთვის“ კარგია, რომ ზიდანი დაბრუნდა, მაგრამ მე მას ვუყურებ, როგორც თაყვანისმცემელი. პარიზში ვრჩები, რადგან აქ პროექტი გამო ვარ“, - თქვა მბაპემ.

ფრანგმა ტალანტმა „მონაკოსთან“ (3:1) მოგებულ მატჩში ჰეთ-თრიქი შეასრულა და ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში 30 გოლი დაუგროვდა. 1989-1990 წლების სეზონის შემდეგ მბაპე პირველი ფეხბურთელია, რომელმაც საფრანგეთის ჩემპიონატში 30 გოლი გაიტანა. ბოლოს მსგავსი მიღწევით ჟან-პიერ პაპენი დაიკვეხნიდა:

„ბოლოს 30 გოლი პაპენმა გაიტანა? ვიცოდი, ვიცოდი. კმაყოფილი ვარ, მაგრამ სეზონი არ დასრულებულა, შესაბამისად, გატანა კიდევ შემიძლია. ამ ტიტულის მოგება მსრუდა, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე „მანჩესტერ იუნაიტედთან“ მარცხის გამო იმედგაცრუებულები ვართ. თუმცა, შეგვიძლია საფრანგეთის ჩემპიონატის გარდა, საფრანგეთის თასიც მოვიგოთ“, - დასძინა მბაპემ.

შეგახსენებთ, რომ პსჟ-მ ლიგა 1-ს დასრულებამდე 5 ტურით ადრე ქვეყნის ჩემპიონის ტიტული გაიფორმა და ბოლო 7 სეზონში მეექვსედ გახდა საფრანგეთის ჩემპიონი.

0.113861