კალათბურთი

10:47 | 22.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

დომაგოი ბუბალო: იყო ჩავარდნებიც და მზად ვართ

დინამოს ცენტრი დომაგოი ბუბალო დასრულებული რეგულარულის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე იყო.

აკურატული მსროლელი, ჭკვიანი შემტევი.

ბუბალო შედიოდა ჩემპიონატის საუკეთესოებში - 17.7 ქულა (VI შედეგი), 10.3 მოხსნა (IV), სარგებლიანობა 24.3 (III).

დინამო ემზადება თსუ-სთან სერიისთვის. დინამოს საინტერესო და პრინციპული მოწინააღმდეგე ჰყავს.

ვესაუბრებით ჩვენ ცენტრს.

განვლილ სეზონზე.

დომაგოი ბუბალო: დინამოს არასტაბილური სეზონი ჰქონდა. იყო ჩავარდნები, წარმატებული სერიები. მთავარი მაინც არის გუნდის მზადყოფნა ფლეი ოფის წინ და მჯერა, რომ ამ ეტაპზე მაქსიმალურად კარგ კალათბურთს ვითამაშებთ. ჩემი პირადი სეზონი? კარგი, ალბათ, ჩავარდნების გარეშე. ვცდილობდი, ყველა შეხვედრაში გუნდისთვის მაქსიმუმის მიცემას. გუნდის წარმატება ყველაზე მნიშვნელოვანია.

ყველაზე რთულ ოპონენტზე.

დ.ბ: ქუთაისი ყველაზე ძიერია. ამ სეზონში ჯერ ვერ მოვუგეთ. საინტერესო იქნება მათთან თამაში. და რეალურად, ფლეი ოფში გასულ თითქმის ყველა გუნდს აქვს წარმატების შანსი. საინტერესო სერიები იქნება. ბევრი კარგი და საინტერესო მოთამაშით. რომ მოიგო, 100 პროცენტით მზად უნდა იყო.

ჰქონდა მნიშვნელობა, ვის შეხვდებოდით ფლეი ოფში?

დ.ბ: ფინალამდე გასვლა და იქ მოგება თუ გვინდა, ალბათ, არ აქვს მნიშვნელობა, ვისთან დავიწყებთ ფლეი ოფს. საჭიროა რამდენიმე სერიის მოგება და უნდა შევეცადოთ, რომ ეს რამდენიმე სერია ავიღოთ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.15559