ფეხბურთი

0:20 | 22.04.2019 | ნანახია NaN - ჯერ

34 წლის ნანატრი ჩემპიონობა და ათენელთა დამხობილი ჰეგემონია (+VIDEO)

საბერძნეთის 2018-2019 წლების ჩემპიონი სალონიკის პაოკ-ი გახდა. რაზვან ლუჩესკუს გუნდმა სუპერლიგის 29-ე ტურში ქვედა ლიგაში უკვე დაქვეითებულ „ლევადიაკოსს“ 5:0 მოუგო და ნანატრი ჩემპიონის ტიტული გაიფორმა.

ბოლო ტურის წინ პაოკ-ს 77 ქულა აქვს, ხოლო უახლოეს მდევარ „ოლიმპიაკოსს“ 72, რაც იმას ნიშნავს, რომ მისთვის მიუწვდომელი გახდა. სხვათა შორის, სალონიკელები მთელი სეზონი განმავლობაში არ დამარცხებულან - 29 მატჩი, 25 მოგება, 4 ფრე, 0 წაგება.

პაოკ-ი ბერძნული ფეხბურთის მწვერვალზე ისტორიაში მესამედ ავიდა, ხოლო 1984-1985 წლების სეზონის შემდეგ პირველად გახდა ჩემპიონი. საერთოდაც, 1988 წლის შემდეგ საბერძნეთის ჩემპიონი არ იქნება „ოლიმპიაკოსი“, „პანათინაიკოსი“ ან აეკ-ი. აქამდე, სწორედ ეს სამი ათენური გუნდი ინაწილებდა ოქროს მედლებს. ბარემ იმასაც გეტყვით, რომ ბოლო გუნდი, რომელიც პაოკამდე ჩემპიონი გახდა და დედაქალაქს არ წარმოადგენდა, ლარისას აელ-ი იყო (1988 წელს).

ერთი საინტერესო დეტალიც: პაოკ-ი ესოდენ დიდ გამარჯვებამდე რუმინელმა სპეციალისტმა რაზვან ლუჩესკუმ მიიყვანა, რომელიც ფართო საზოგადოებისთვის დიდად ნაცნობი სპეციალისტი არაა. რაზვანი ცნობილი რუმინელი მწვრთნელის, მირჩა ლუჩესკუს ვაჟი გახლავთ.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.064805