საქართველოს ჭაბუკთა ჩემპიონატზე მეორე ეტაპი დასრულდა. ნახევარფინალის ბოლო საგზური მოიპოვა აჭარამ, რომელმაც 22-12 დაამარცხა ყვარელი. 12 მაისს, ნახევარფინალში ითამაშებენ პეგასი - აჭარა, BSB ბათუმი - სამტრედია.
მეორე ეტაპის ბოლო დღეს ფოთმა 21-14 დაამარცხა ქარიშხალა და A ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა. ჯგუფში პირველობისთვის აღმოსავლეთის ლიგის ჩემპიონმა, პეგასმა 22-15 მოუგო საქართველოს შარშანდელ ჩემპიონს სამტრედიას და ნახევარფინალში დასავლეთის ლიგის გამარჯვებულს აჭარას შეხვდება.
აჭარამ მეორე ადგილი დაიკავა B ჯგუფში და გადამწყვეტ თამაშში იოლად მოუგო ყვარელს, 22-12. შედეგად, მეორე ნახევარფინალი დასავლეთის ლიგის მეორე და მესამე პრიზიორმა დააკომპლექტეს - სამტრედიამ და ბათუმის „შავი ზღვის ბიჭებმა“, რომელმაც ბოლო დღეს 35-23 მოუგო რუსთავს და ქულათა მაქსიმუმით B ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა.
საქართველოს ჩემპიონატში უფროსი ასაკის, 17-წლამდელ ჭაბუკებს შორის 15 გუნდი მონაწილეობდა. ჯერ გამოვლინდა აღმოსავლეთისა და დასავლეთის ლიგების ჩემპიონები და 5-5 საუკეთესო გუნდი, რომლებმაც ბრძოლა უშუალოდ საქართველოს ჩემპიონობისთვის განაგრძეს. ფინალური ოთხეულის ტურნირი 11-12 მაისს გაიმართება თბილისში, ხოლო 1-5 ივლისს საქართველოს ამ ასაკის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატი აქვს გეტებორგში, შვედეთი.
ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2018-19. ჭაბუკები, 17 წ
მეორე ეტაპი. 21 აპრილი, თბილისი
2-2 საუკეთესო გადის ფინალურ ოთხეულში
A ჯგუფი
ქარიშხალა - ფოთი 14-21
პეგასი - სამტრედია 22-15
------------------თ---მ---ფ---წ------ბ----ქ
პეგასი-----------4---4---0---0--110-56--8
სამტრედია-----4---3---0---1---74-52---6
ფოთი-----------4---2---0---2---86-87---4
ქარიშხალა-----4---1---0---3---69-92---2
ქარელი---------4---0---0---4--52-104---0
B ჯგუფი
ბათუმი - რუსთავი 35-23
აჭარა - ყვარელი 22-12
მსაჯები: ნ. კევლიშვილი, თ. კევლიშვილი, გ. გველესიანი,
თ. ბჟალავა, ი. ჭკუასელი, ზ. აბრამიშვილი, ი. გოგოლაძე
------------------თ---მ---ფ---წ------ბ----ქ
ბათუმი---------4---4---0---0---99-75---8
აჭარა------------4---3---0---1---85-62---6
ყვარელი--------4---2---0---2---70-71---4
ქუთაისი--------4---1---0---3---74-82---2
რუსთავი--------4---0---0---4--68-106--0
11 მაისი, ნახევარფინალი
პეგასი - აჭარა
BSB ბათუმი - სამტრედია
12 მაისი, ფინალი







