კალათბურთი

16:15 | 21.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

სანაძის 4 წუთი პოლონეთში

დუდა სანაძის “რადომმა” პოლონეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მორიგ ტურში “პოლფარმას” 88:81 სძლია და სატურნირო მდგომარეობა გაიუმჯობესა.

ქართველმა ლეგიონერმა მოედანზე მხოლოდ 4 წუთი გაატარა, რა დროშიც 2-დან 1 ორქულიანი ჩააგდო, სამქულიანი კი ააცილა და 2 ქულას დასჯერდა.
რადომელებმა 10 მოგებითა და 19 მარცხით მე-11 ადგილზე გადაინაცვლეს, შემდეგი შეხვედრა კი 27 აპრილს, ისევ შინ, “ლუბლინთან” ელით.

0.126508