ფეხბურთი

20:30 | 21.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუ უეფას ერთა ლიგის ფინალურ ეტაპზე ითამაშებს

"იუვენტუსის" თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ სერია A-ს მოგების შემდეგ განაცხადა, რომ სეზონის ბოლოს უეფას ერთა A ლიგის ფინალურ ეტაპზე თამაში უნდა და შეეცდება პორტუგალიის ნაკრებს დაეხმაროს. რონალდუმ ჯგუფურ ეტაპზე მონაწილეობა მიიღო.

"ერთა ლიგა შესანიშნავი ტურნირია, ფინალური ეტაპი პორტუგალიაში გაიმართება, შესაბამისად მინდა ჯანმრთელად და ფსიქოლოგურად კარგად ვიყო, რათა ეროვნულ ნაკრებს დავეხმარო." - ციტირებს A Bola რონალდუს სიტყვებს.

უეფას ერთა A ლიგის ფინალური ეტაპი პორტუგალიაში ივნისში გაიმართება. მასპინძელი ნახევარფინალში შვეიცარიის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება, ხოლო მეორე მატჩში ჰოლანდია ინგლისს შეხვდება. ფინალური და მესამე ადგილისთვის გასამართი შეხვედრები 9 ივნისს შედგება.

0.117984