უელსის ეროვნული ნაკრების შემტევს გარეტ ბეილს მადრიდის "რეალში" დარჩენა უნდა. აღნიშნული ინფორმაცია La Sexta-მ გაავრცელა. ესპანური მედია საშუალებები სატიაგო სოლარის მთავარი მწვრთნელობის პერიოდში ბეილის კლუბიდან წასვლაზე საუბრობდნენ, თუმცა გუნდში ზინედინ ზიდანი დაბრუნდა და ვითარება შეიცვალა.
ბეილი მიმდინარე სეზონში 39 მატჩში 14 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა. "სამეფო კლუბის" მაისურით კი ბეილმა ყველა ტურნირზე 228 მატჩი ჩაატარა და თავი 102-ჯერ გამოიჩინა.