ფეხბურთი

18:15 | 21.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

"შტუტგარტმა" მთავარი მწვრთნელი დაითხოვა

"შტუტგარტმა" მთავარი მწვრთნელის პოსტიდან მარკუს ვაინცირლი გაათავისუფლა. აღნიშნული ინფორმაცია გერმანული კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა. კლუბის ხელმძღვანელობამ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც გუნდმა ბუნდესლიგის მატჩში "აუგსბურგთან" 0:6 წააგო.

30 ტურის შემდეგ "შტუტგარტი" 21 ქულით მე-16 ადგილზე იმყოფება და დასარჩენ ზონას ექვსი ქულა აშორებს. ვაინცირლმა გუნდი გასული წლის ოქტომბრის დასაწყისში ჩაიბარა და მას შემდემ მისმა გუნდმა 24 მატჩიდან ოთხი მოიგო და ოთხი ფრედ დაასრულა. "შტუტგარტს" სეზონის ბოლომდე კლუბის 19-წლამდელთა გუნდის თავკაცი ნიკო ვილიგი გაწვრთნის.

0.115477