ფეხბურთი

20:50 | 21.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჯეკოს იტალიაში დარჩენა უნდა

ბოსნია-ჰერცოგოვინის ეროვნული ნაკრების და "რომას" თავდამსხმელი ედინ ჯეკო იტალიაში დარჩენას აპირებს. როგორც Calciomercato იუწყება, ფეხბურთელ პრემიერლიგაში დაბრუნება არ სურს, შესაბამისად მანუელ პელეგრინი "ვესტ ჰემს" ჯეკოთი ვერ გააძლიერებს.

იტალიური გამოცემის ინფორმაციით, "ინტერი" მზადაა თავდამსხმელის სანაცვლოდ "რომას" მიერ მოთხოვნილი 15 მილიონი ევრო გადაიხადოს. აღნიშნულ ტრანსფერამდე "ნერაძური" მაურო იკარდის გაყიდის.

ჯეკო "რომაში" "მანჩესტერ სიტიდან" 2015 წელს ერთწლიანი იჯარის წესით გადავიდა და შემდეგ იტალიელებმა ფეხბურთელი გამოისყიდეს. მიმდინარე სეზონში ედინმა 35 მატჩში 13 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა შეასრულა.

სტატისტიკა
0.245604