ფეხბურთი

10:51 | 21.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

ვალვერდე: "ბარსელონა" ჯერჯერობით ჩემპიონი არაა"

კატალონიის "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ერნესო ვალვერდემ "სოსიედადთან" მოგებული (2:1) ლა ლიგის 33-ე ტურის მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ მისი გუნდი ესპანეთის ჩემპიონი ჯერჯერობით არაა.

"დღეს მნიშვნელოვანი მატჩი გვქონდა. ცხრაქულიანი განსხვავება უნდა გვქონდეს მეორეადგილოსანთან, რათა ჩემპიონები გავხდეთ. ყველა ამბობს, რომ ჩვენ უკვე ტიტულის მფლობელები ვართ, მაგრამ ჯერჯერობით ასე არაა. არაფერია გადაწყვეტილი." - ციტირებს Marca ესპანელის სიტყვებს.

ლა ლიგის სატურნირო ცხრილში "ბარსელონა" მეორეადგილოსან "ატლეტიკოს" ცხრა ქულით უსწრებს, ჩემპიონატის დასრულებამდე კი ხუთი ტურია დარჩენილი. თუ ლა ლიგის მომდევნო ორ მატჩში "ბლაუგრანა" გაიმარჯვებს, ვადაზე ადრე გახდება ჩემპიონი.

0.115266