ფეხბურთი

10:25 | 21.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

ალეგრიმ მუნიოსის რეკორდი გაიმეორა

ტურინის "იუვენტუსი" იტალიის ეროვნული ჩემპიონატის გამარჯვებული ზედიზედ მერვედ გახდა, ხოლო მასიმილიანო ალეგრიმ ზედიზედ მეხუთედ შეძლო სერია A-ს მოგება. იტალიელმა სპეციალისტმა მიგელ მუნიოსის შედეგი გაიმეორა, რომლის ხელმძღვანელობითაც მადრიდის "რეალი" ესპანეთის ჩემპიონი ზედიზედ ხუთჯერ 1961-65 წლებში გახდა.

ალეგრი "იუვენტუსში" 2014 წლის ზაფხულში მივიდა. მას შემდეგ მისმა გაწვრთნილმა გუნდმა 266 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 191 მოიგო და 38 შეხვედრა ფრედ დაასრულა. "ბიანკონერმა" მასიმილიანოს ხელმძღვანელობით ასევე იტალიის თასი ოთხჯერ მოიგო, სუპერთასი კი - ორჯერ.

Loading...
სტატისტიკა
0.231625