ფეხბურთი

2:20 | 21.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

კრიშტიანუ: "ვრჩები, 1000%-ით"

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ უარყო გავრცელებული ხმები, რომლის მიხედვითაც ზაფხულში გუნდის დატოვებას აპირებდა.

კრიშტიანუმ იტალიის ჩემპიონობის მოპოვების შემდეგ აღნიჩნა, რომ ძალიან ბედნიერია და არსად წასვლას არ აპირებს.

„ძალიან ბედნიერი ვარ. ინგლისისა და ესპანეთის შემდეგ იტალიის ჩემპიონიც გავხდი. ეს კარგი სეზონი იყო, სრულიად პოზიტიური, რადგან სკუდეტო და სუპერთასი მოვიგეთ. რა თქმა უნდა, ჩემპიონთა ლიგა არ დასრულდა კარგად, მაგრამ მომავალი სეზონისთვის დადებითად ვარ განწყობილი.

ვამაყობ, რომ ამ საოცარი ისტორიის დაწერაში მონაწილეობას მეც ვიღებ. ჩვენ ძლიერი ჯგუფი ვართ, დიდებული „იუვე“. წასვლა? - არა, 1000%-ით ვრჩები“, - თქვა რონალდუმ.

შეგახსენებთ, „იუვენტუსმა“ ფლორენციის „ფიორენტინას“ (2:1) დამარცხების შემდეგ ზედიზედ მერვედ მოიგო სკუდეტო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114912