ჩოგბურთი

0:25 | 21.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილი ბუდაპეშტის ტურნირში მე-4 განთესვით ჩაებმება

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი მომავალ კვირას უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში დაგეგმილ საერთაშორისო ტურნირში ითამაშებს, რომლის საპრიზო ფონდიც 586 140 ევროა.

ბასილაშვილი მე-4 ნომრად გახლავთ განთესილი და პირველ წრეში დაისვენებს, მეორეში კი გერმანელ პეტერ გოიოვჩიკსა და კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულს შორის უმჯობესთან ითამაშებს.
წყვილთა შეჯიბრში ნიკოლოზი და მოლდოველი რადუ ალბოტი გერმანელებს – კევინ კრავეცსა და ანდრეას მიესს გაეჯიბრებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113031