ფეხბურთი

22:27 | 20.04.2019 | ნანახია 0 - ჯერ

„სიტი“ ტიტულს უახლოვდება

„ბოლო ორი დღე ძალიან რთული იყო ჩვენთვის. დღეს შეიძლება პრემიერლიგა წაგვეგო. ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნის შემდეგ მართლაც გაგვიჭირდა თამაში. როგორც ფეხბურთელი, ნამდვილად ვერ გავაკეთებდი იმას, რაც ბიჭებმა მოახერხეს. „ტოტენჰემმა“ დღეს მეტი მომენტი შექმნა, ვიდრე გასულ ოთხშაბათს. მარცხის შემთხვევაში ტიტულს ვკარგავდით, მეტოქეს კი არაფერი ჰქონდა დასაკარგი.

ტიტული რომც ვერ მოვიგოთ, სეზონს წარუმატებლად მაინც ვერ ჩვთვლი. საჩემპიონო რბოლაში „ლივერპულს“ ვებრძვით. ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს, რომელიც ოდესმე მინახავს.“ - უთხრა „სიტის“ მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ ჟურნალისტებს.

მართლაც, ორიოდ დღის წინათ, იმავე „ტოტენჰემთან“ ჩემპიონთა ლიგიდან დრამატულად გავარდნის შემდეგ, ყველას აინტერესებდა „ქალაქელების“ ემოციურ-მორალური განწყობა. ფრეც კი ძალიან რთულ ვითარებაში ჩააგდებდა მათ საჩემპიონო ბრძოლაში.

პირველი ტაიმი მასპინძლებისა იყო. აი, „ტოტენჰემმა“ კი ისეთი შთაბეჭდილება დატოვა, ევროთასზე წარმატების შემდეგ, თითქოს საერთოდ დაკარგვოდათ პრემიერლიგისადმი ინტერესი. ერთობ უხასიათოდ და ზანტად ირჯებოდნენ. ერთი კორეელი სონი ცდილობდა, მაგრამ პარტნიორები მხარს ვერ უბამდნენ.

ერთადერთი ბურთი კი ჭაბუკმა ფილ ფოდენმა მე-5 წუთზე გაიტანა. ეს ფოდენის პირველი გოლი გახლდათ პრემიერლიგაში.

„სიტიმ“ 86 ქულა მოაგროვა და კვლავ სათავეში ჩაუდგა პრემიერლიგის ცხრილს. ერთადერთი, რამაც მათ ხასიათი გაუფუჭა, კევინ დე ბრუინის ტრავმა გახლდათ. დაშავებუმა ბელგიელმა 38-ე წუთზე დატოვა მინდორი.

მიმდინარე სეზონში ეს გენიალური ბელგიელის პირველი ტრავმა არ არის. შედეგად მან მხოლოდ 18 (11 სასტარტოში) მატჩში ითამაშა, 2 ბურთი გაიტანა და ამდენივე საგოლე გადაცემით გამოირჩა.

„ახლა“ სიტის 24 აპრილს, უმნიშვნელოვანესი მატჩი ელის თანაქალაქელ „იუნაიტედთან.“ ამ შეხვედრაზე დიდად იქნება დამოკიდებული ინგლისის ჩემპიონის ბედი.

ინგლისი

პრემიერლიგა. 35-ე ტური. 20 აპრილი

სიტი - ტოტენჰემი 1:0

მანჩესტერი. „ეტიჰადი.“ 54 489

1:0 ფოდენი (5)

სიტი: ედერსონი, უოკერი, სტოუნზი, ლაპორტი, ზინჩენკო, გიუნდოგანი, დე ბრუინი (ფერნანდინიო 38), ფოდენი (დავიდ სილვა 85), სტერლინგი, აგუერო (სანე 66), ბერნარდუ სილვა

მწვრთნელი: ხოსეპ გვარდიოლა

ტოტენჰემი: გასანიგა, ალდერვეირელდი (ლიორენტე 78), ვერტონგენი, სანჩესი, დაიერი (ვანიამა 61), ალი (როუზი 69), ფოიტი, დევისი, სონი, ერიკსენი, მოურა

მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო

მსაჯი: მაიკლ ოლივერი

გაფრთხილება: სტერლინგი (90+3); ვანიამა (86), ვერტონგენი (90+3)

ბორნმუთი - ფულემი 0:1

0:1 მიტროვიჩი (53, პენ)

ვესტ ჰემი - ლესტერი 2:2

1:0 ანტონიო (37), 1:1 ვარდი (67), 2:1 ლუკას პერესი (82), 2:2 ბარნსი (90+2)

ვულვზი - ბრაიტონი 0:0

ჰადერსფილდი - უოტფორდი 1:2

0:1, 0:2 დეულოფეუ (5, 80), 1:2 გრანტი (90+2)

ნიუკასლი - საუთჰემპტონი 3:1

1:0, 2:0 პერესი (27, 31), 2:1 ლემინა (59), 3:1 პერესი (87)


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

05:32 | 30.12.2020
Kobe Bean (21667)

კაცმა პირდაპირ შეუტია პრეზიდენტს და აასხმევინა გუნდიდან.გგონიათ ასეთი რამ მასე მარტივად და უმიზეზოდ ხდება?ან ოდესმე მომხდარა ფეხბურთის ისტორიაში რომ ფეხბურთელს პრეზიდენტი გაეშვა?დღესაც იმეორებს რომ ბართომეუმ იმდენჯერ მომატყუა ვეღარ ვითვლი და არ მინდა ამაზე საუბარიო.პირდაპირ იმას ხო არ იტყვის მოგებული ლიგა გამიყიდაო?სასამართლოებს ხო არ მოაწყობინებს,დაკითხვებზე ხო არ ივლის და საფეხბურთო მაფიას ხომ ვერ დაეტაკება?ბართომეუს მესი ჭირდებოდა ფულის საკეთებლად ესაა სიმართლე.როცა პრაიმ მესი გყავს გუნდში ყველა ტურნირის ფავორიტი ხარ,შესაბამისად ჩატეხავ სადმე და ამოყრი მაყუთს.2019-ში ლივერპულთან წაგების შემდეგ ხმას არ ცემდა მესი,მთელი სეზონის ნაწვალები ჩაუყარა წყალში და მართლა მთელი ენერგია დაახარჯა იმ სეზონს რომ მოეგო.მომდევნო სეზონში იგივეს გაკეთება აღარ შეეძლო მესის,ასაკი თავისას შვება.ამიტომ ამან შვიდჯერ მიაკითხა სახლში და გაყიდული ლიგის სანაცვლოდ ნეიმარს დაპირდა(გაისად მოიგებ ნეიმართან ერთად და ასე მარტო წვალება აღარ დაგჭირდებაო) რითაც ცოტათი მოალბო.მერე არც ნეიმარი არ მიუყვანა და მესიმ ლა ლიგის საწყისი 5 ტური გამოტოვა 2019-20-ში,იმიზეზებდა ტრავმებს.უკვე აღარ უნდოდა ბარსაში თამაში.2020-ში კი როცა მეცხვარე მიუყვანა და საბოლოოდ გაანადგურა კლუბი კონტრაქტით ქონდა წასვლის უფლება რისი გამოყენებაც უნდოდა მესის და გაშვებითაც არ გაუშვა,კიდევ ნაგავში ტოვებდა.ამანაც სასამართლოებში აღარ ირბინა,ბარსას არ უჩივლა,ქომაგს ცა პატივი(მოიგებდა პროცესს რომ ეჩივლა) და ერთი სეზონი დარჩა მაინც.რა იქნება 2021-ში ვნახოთ ეხლა.გააჩნია ვინ მოვა პრეზიდენტად და რა პროექტს წარადგენს.მესიმ თქვა რომ 2021-ის ივნისამდე არანაირ გადაწყვეტილებას არ მიიღებს და არცერთ კლუბთან მოლაპარაკებას არ აპირებს იანვარში.მართალია მესის ბოლო 4 პრაიმ წელი შეიწირა იმ ახვარმა მაგრამ თუ ბარსაში ნორმალური პროექტი იქნება კიდევ ერთ გაბრძოლებას ეს მესიც შეძლებს იმავე ლიგაზე,თუ არადა წავა იქ სადაც მეტი შანსი ექნება.ერთ ლიგას და 1 ოქროს ბურთს მესი კიდევ მოიგებს კარიერის ბოლომდე

04:55 | 30.12.2020
Kobe Bean (21667)

ლიჩნად მესის მოგებული ლიგა იყო 2019 რომ არა აჩკებიანი კრისა.მარადონა 1986-ის მსოფლიო და მესი 2019-ის ლიგა.აი ეს ორი ტურნირი იყო რომ იტყვიან ერთი კაცის მოგებული ფეხბურთის ისტორიაში მაგრამ ჩაერია კრისა და გააკეთა მაყუთი.2016-ში რა გუნდი დაატორმუზა კიდევ,ქვას ქვაზე არ ტოვებდნენ ყველას ანადგურებდნენ.აპრილში სანაკრებოს მერე ლევანტე დაბრუნდა ბარსას ნაცვლად.დასახვრეტია ის ახვარი აჩკებიანი,მადრიდიდან მიგზავნილი კრისა.2015-ის ლიგა მოიგო პრეზიდენტი რომ გამხდარიყო(დროებითი პრეზიდენტი იყო მანამდე რამდენიმე თვე როსელის დაჭერის გამო) და მერე რამდენიმე წლიანი გეგმის შესრულებას შეუდგა რითაც შეარცხვინა და გაანადგურა კლუბი.იდეალურად შეასრულა მადრიდის დაკვეთა

04:47 | 30.12.2020
Kobe Bean (21667)

კოუტინიო გასაშვებია.ამდენ შანსს რომ ვერ გამოიყენებს კაცი იმას აღარ ეკუთვნის გუნდში დარჩენა.160 მილიონი ვისში გადაიხადა ტიპმა გამოქლიავდება კაცი.ცალკე დემბელეში 150 და გრიზმანში 120.წარმოიდგინეთ 430 მილიონი გაუშვა ნაგავში და მწვრთნელად ყავდა ვალვერდე სეტიენი და ახლა კუმანი.მიუხედავად ამისა ის ვალვერდე ლიგას იგებდა(ვალვერდე რა მესი) და წააგებინა ფულის გამო.ბართომეუმ ბარსასთან ერთად მესიც გაანადგურა.2017-21 ეს 4 სეზონი პირადად წაართვა კარიერის და მერე უკვირთ რატომ უნდა წასვლაო.2019-შივე უნდა წასულიყო როცა სიმწრით მოგებული ლიგა გაუყიდა

04:39 | 30.12.2020
Kobe Bean (21667)

კამპნოუზეც კი ვეღარ უგებენ ეიბარის დონის გუნდებს მესის გარეშე.დაცვა ისევ ფოკუზნიკობს.წლების წინ რას ვიფიქრებდი ამის თქმა თუ მომიწევდა მაგრამ დღეს ბარსა გუნდი კი არა ნაგავია.ბართომეუს მოკითხვა.ეს არის კარგი მაგალითი იმის ეტაპობრივად მიზანმიმართულად როგორ უნდა გაანადგურო მსოფლიოს საუკეთესო კლუბი.ლაპორტა თუ უშველის ისევ მაგრამ მაგასაც კაი დრო დაჭირდება ისეთ დღეშია გუნდი.ვალებში იხრჩობიან და ლამის ყველა პოზიციაზე პრობლემა აქვთ მწვრთნელის ჩათვლით.დაცვის ხაზი კი საერთოდ კრიტიკას ვერ უძლებს,იმენა ორღობის დაცვაა

0.065582