ფეხბურთი

22:09 | 20.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

დე ბრუინმა ტრავმა მიიღო და მანჩესტერულ დერბის გამოტოვებს

ბელგიის ეროვნული ნაკრების და "მანჩესტერ სიტის" შემტევმა კევინ დე ბრუინმა "ტოტენჰემთან" მოგებულ (1:0) პრემიერლიგის 35-ე ტურის მატჩში 38-ე წუთზე ფეხის ტრავმა მიიღო და მოედანი დატოვა. როგორც პეპ გვარდიოლამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ფეხბურთელი დიდი ალბათობით მანჩესტერულ დერბის გამოტოვებს, რომელიც 24 აპრილს გაიმართება.

დე ბრუინმა მიმდინარე სეზონში ასევე ტრავმის გამო 26 მატჩი გამოტოვა, ამჯერად კი სარეაბილიტაციო პერიოდი ცნობილი არაა. ბელგიელმა 2018/19 წლების სეზონში 30 მატჩში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა ხუთი გოლი და 10 საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.132037