ჩოგბურთი

20:00 | 20.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

ნადალი მონტე კარლოს მასტერსს გამოეთიშა

მონტე კარლოს მასტერსის 11-გზის გამარჯვებული რაფაელ ნადალი ტურნირს გამოეთიშა. ნახევარფინალში ესპანელი ჩოგბურთელი ფაბიო ფონინის შეხვდა და იტალიელმა მეტოქე 6:4, 6:2 დაამარცხა. ფონინი მასტერსის ფინალში კარიერის განმავლობაში პირველად გავიდა და ასევე გახდა მეოთხე ჩოგბურთელი ნოვაკ ჯოკოვიჩის, დავიდ ფერერის და გილერმო კორიას შემდეგ, რომელმაც აღნიშნულ ტურნირზე ნადალის ძლევა მოახერხა.

ფაბიომ ნადალთან ურთიერთშეხვედრებში 15 მატჩიდან მეოთხე გამარჯვება იზეიმა და რეიტინგის მეორე ნომერის დამარცხება იტალიელისთვის მიღწევა არაა, რადგან 2017 წელს რომში ფაბიომ იმდროისთვის პირველ ნომერს ენდი მარეის მოუგო. მონტე კარლოს მასტერსზე კი ფონინიმ რაფაელის 18 მატჩიანი მოგების სერია შეწყვიტა და ასევე ნადალს ზედიზედ 25 სეტი ჰქონდა მოგებული.

ფონინის მეტოქე ფინალში დუშან ლაიოვიჩი იქნება, რომელმაც დანილ მედვედევი 7:5, 6:1 დაამარცხა. პირველი სეტი კი სერბმა 1:5-დან შემოატრიალა ჯამში ზედიზედ ათი გეიმი მოიგო. დუშანი ასევე პირველად ითამაშებს მასტერსის ფინალში და პირველი ტიტულის მოპოვებას შეეცდება. ლაიოვიჩი და ფონინი ერთმანეთს პირველად შეხვდებიან.

0.156803