ფეხბურთი

18:20 | 20.04.2019 | ნანახია 305 - ჯერ

"საბურთალომ" პირველი წრე გამარჯვებით დაასრულა

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეცხრე ტური ბოლნისში გაიხსნა, სადაც „სიონს“ მოქმედი ჩემპიონი „საბურთალო“ ეწვია და მორიგი გამარჯვება მოიპოვა.

თუმცა, გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი მიუხედავად იმისა, რომ პრაქტიკულად მთელი თამაში იგებდა, გვარიანი ძალისხმევა დასჭირდა, რომ პირველი წრე გამარჯვებით დაესრულებინა. „საბურთალო“ მალევე, მეშვიდე წუთზე დაწინაურდა. გრიგოლ ჩაბრაძე შეტევაში ჩინებულად ჩაერთო და ულამაზესი გოლით თორნიკე ზარქუას შანსი არ დაუტოვა. ეს პირველი ტაიმში ერთადერთი გოლი გამოდგა, თუმცა, სამაგიეროდ, მეორე 45 წუთი გამოდგა უხვგოლიანი.

„საბურთალომ“ 56-ე წუთზე სხვაობა გაზარდა. ვილი ისიანმა უყურადღებოდთ ითამაშა და მეტად არაზუსტი გადაცემით ბურთი ვლადიმერ დვალიშვილს ჩააბარა. საქართველოს ნაკრების ყოფილი ფორვარდი ასე აღმოჩნდა მეკარესთან პირისპირ და საჩუქარი შეირგო - 0:2. ისიანმა შეცდომა ზუსტად 5 წუთში გამოასწორა, როდესაც მახვილი კუთხიდან ომარ მიგინეიშვილს ფეხებშუა გაუძვრინა ბურთი და ანგარიშის სხვაობა შეამცირა.

შეხვედრის ბოლო ნახევარი ბოლნისელთა უპირატესობით წარიმართა, თუმცა კონტრშეტევა გამოეპარათ და მესამე გოლი გაუშვეს. ეს დიდწილად ლუკა ლაკვეხელიანის დამსახურაა, რომელმაც მარცხენა ფლანგზე გაილაღა და გიორგი დიასამიძეს საგოლედ უპასა. თავის მხრივ, თანაგუნდელმაც ჩინებული გარჯა დაუფასა და გაიტანა. მიუხედავად ამისა, „სიონი“ ბრძოლაში ბოლომდე დარჩა და ზვიად სიხარულიას გოლით კიდევ ერთხელ შეამცირა ჩამორჩენა. ბოლოს, დავით თარგამაძეს მიგინეიშვილმა აჯობა, თორემ მასპინძლებს ქულის გადარჩენაც შეეძლოთ.

საბოლოოდ, „საბურთალომ“ მძიმე ბრძოლაში, მაგრამ მაინც მოიგო და საკუთარ მონაგარს მორიგი ქულები შემატა. დედაქალაქურ გუნდს 9 ტურის შემდეგ 21 ქულა აქვს და ლიდერია, ხოლო „სიონი“ 11 ქულით მე-6 პოზიციაზეა.

დღეს, კრისტალბეთ ეროვნული ლიგის კიდევ ორი მატჩი გაიმართება - „დილა“ „რუსთავს“, ხოლო ბათუმის „დინამო“ თბილისის „ლოკომოტივს“ უმასპინძლებს.

„სიონი“ – „საბურთალო“ 2:3 (0:1)

გოლები: 0:1 ჩაბრაძე (7), 0:2 დვალიშვილი (56), 1:2 ისიანი (61), 1:3 დიასამიძე (79), 2:3 სიხარულია (88)


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

19:47 | 13.08.2016
deqstera_best_7 (1964)

რაც შეეხება მაურინიოს, არმომწონდა მისი სტილი ინტერში, პორტუ ბოლო წლებში ჩელსიშიც, მაგრამ იგივეს ვერვიტყვი პორტუზე, ჩელსიში მის დასაწყისზე როცა პირველივე ტაიმში უმთავრებდა მოწინააღმდეგეს თამაშს, თუნდაც რეალში კეტავდა მაგრამ ეგ ჩაკეტილი მირჩევნია ისევ ვან გაალის და მოიესის გახსნილ თამაშს...
საერთო ჯამში ყოველთვის ვამბობდი რომ კლოპი მინდოდა იუნაიტედში, მაგრამ გამომდინარე იქიდან რომ ლივერპულში აღმოჩნდა მაურინიო ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტია, რადგან ტიკი-ტაკას ყველაფერი მირჩევნია, ბევრი რომ აქებს სიმეონეს უარესად კეტავს თამაშს და ვინც დარჩნენ კარგი მწვრთნელები ასაკში არიან, ბლანი-პოჩენიტო და სხვები კი სარისკოა, რადგან არავინ იცის გაამართლებს თუ არა და იუნაიტედის ფეხბურთელებს კი გამარჯვებულის მენტალიტეტი უნდა დაბრუნებოდათ რასაც ყველაზე კარგად მოურინიო გააკეთებდა და თან ფეხბურთელებსაც იზიდავს, სხვა შემთხვევაში რომ არა მსგავსი მწვრთნელი მსოფლიოს არცერთ გუნდში რომელიც ლიგაზე ართამაშობს არგადაიდოდნენ იბრა და პოგბა...

17:24 | 13.08.2016
dubligi (1489)

მოურინიოს ვერც ვერ ვიტან თავისი ავტობუსებით და არაფეხბურთის თამაშისთვის, მაგრამ გვარდიოლას რას ერჩით? რაც გინდა ილაპარაკო, ის 4-5 წლიანი პერიოდი, ნუ განსაკუთრებით 3 წელი, რაც მე მინახავს, ყველაზე ლამაზ ფეხბურთს თამაშობენ.
1978 წლიდან უყურებ ფეხბურთებს და რაღაცა მესმის ალბათ. ერთი ეგ და მეორე ვან ბასტენმა ათამაშა ევროპაზე ჰოლანდია, მერე რომ რუსებთან წააგეს თუ მისცეს....ამ ორის გარდა მეტი მე არ მინახავს და...არ ვარ არც გვარდიოლას და არც ბარსას გადამკვდარი ფანი , მაგრამ ეს რეალობაა..რათქმაუნდა იყო არგენტინები, ბრაზილიები, იუვე, მილანი, ბაიერნი, სერ ფერგიუსონი და კიდე ბევრი, მაგრამ მემგონი ესე არავის გაუქაჩია..
ამ ყველაფრის შემოქმედი რათქმაუნდა კრუიფი და ზოგადად ჰოლანდიური სტილი-სტრატეგიაა, რაც გვარდიოლას ჩაუდეს თავში და მაგას თავისი ვეღარაფერი მიამატა. დაუმუღამეს ეგ სტილი და ბოლო წლებია იმიტომ ვეღარ იგებს გვარდიოლა ყველაფერს. მაგ ამბავში გეთანხმებით, რომ გვარდიოლა უმაღლესი მწვრთნელი არაა.
მაგრამ ბარსას-გვარდიოლას (კრუიფის იდეებით) ის 4-5 წელი ძალიან ფანტასტიკური იყო..

19:38 | 13.08.2016
deqstera_best_7 (1964)

მოგწონდა შენ ეგ სტილი?? ფერგიუსონს რომ თავი დავანებოთ მე მაგ ტიკი-ტაკას ძალიან ბევრი ჯობდა და იგივე ვან ბასტენის ჰოლანდიასთან ახლოსაც ვერმივა...
შეიძლება ეგ უფრო იყოს შედეგის მომტანი მაგრამ აქ სილამაზეზეა საუბარი, იგივე ჰაინკესის ბავარია გაცილებით უკეთესი იყო ვიდრე გვარდიოლასი, თამაშის ყურება გსიამოვნებს და ეგ არის კარგი, თორე წინასწარ რომ იცი ბურთის აქეთ-იქით გორაობით უნდა დაგტანჯონ გეზარება იმის ყურება..
თუნდაც იგივე რაიკაარდის ბარსელონას ყურება მე პირადად უდიდეს სიამოვნებას მანიჭებდა თავისი დეკუ-რონალდინიო-ეტოოთი...

16:38 | 13.08.2016
datomadrid (102)

სიტი და იუნაიტედი,პარადოქსია მაგრამ ორივე მოსისხლე გუნდი მიყვარს და ვგულშემატკივრობ ხოლმე მათ,მაგრამ იმდენად მეზიზღება გვარდიოლა და მაურინიო,რომ ამ ორი გუნდის გარდა ნებისმიერის ჩემპიონობა გამახარებს მე.ასეა ეს.

15:29 | 13.08.2016
KoRBeN DaLLaS (24838)

ჩაქუჩებს საინტერესო გუნдი ჰყავთ. მაღალი მიზნებისთვის რამдენაд იბრძოლებენ არ ვიცი, მაგრამ სასიამოვნო ფეხბურთს კი შემოგვთავაზებენ. ინგლისის პირობაზე, ძალიან ტექნიკური გუნдია

15:54 | 13.08.2016
maradona73biankoneri (12347)

გეთანხმები და შეიძლება 4-ეულიდანაც დააპაშოლონ მანჩესტერი

17:00 | 13.08.2016
manufan1997 (141)

რომელი მანჩესტერი?ან მანჩესტერი რატომ მაინც და მაინც? DDDDDDDDD

0.05793
305