ფეხბურთი

16:12 | 20.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბენიტესი: "მინდა პენსიამდე ჩემპიონთა ლიგა მოვიგო"

„ნიუკასლ იუნაიტედის“ მთავარ მწვრთნელ რაფაელ ბენიტესს პენსიაზე გასვლამდე ჩემპიონთა ლიგის მოგება უნდა. ამის შესახებ ესპანელმა სპეციალისტმა საჯაროდ ისაუბრა.

„მინდა ტიტულებისთვის ვიბრძოლო და უმჯობესია ეს ჩემპიონთა ლიგა იყოს. შესაბამისად, კარგი იქნება თუ ამ თასს მომდევნო 11 წლის განმავლობაში მოვიგებ“, - თქვა ესპანელმა.

რაფა ბენიტესი ამჟამად 59 წლის წლისაა და თუ მის სიტყვებს გავითვალისწინებთ, სამწვრთნელო კარიერის დასრულებას 70 წლის ასაკში აპირებს. აქვე გეტყვით, რომ რაფას „ნიუკასლთან“ კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება.

შეგახსენებთ, რომ ბენიტესმა ჩემპიონთა ლიგა 2005 წელს “ლივერპულთან“ ერთად მოიგო, ხოლო 2007 წელს ფინალში დამარცხდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.125026