ფეხბურთი

12:36 | 20.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

"არსენალმა" რემზის შემცვლელს გერმანიაში მიაგნო

ლონდონის „არსენალი“ აარონ რემზის შემცვლელს ეძებს, რომელიც მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ გუნდს დატოვებს. Daily Mail-ის ინფორმაციით, „მეთოფეთა“ ინტერესის სფეროში კერემ დემირბაი მოხვდა.

წყაროს ცნობით, „არსენალის“ ხელმძღვანელობა მზადაა „ჰოფენჰაიმს“ გერმანელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 22 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაუხადოს. პირადი კონტრაქტის დეტალები კი ამ ეტაპზე არ გახმაურებულა.

შეგახსენებთ, რომ რემზი ზაფხულიდან „იუვენტუსის“ ფეხბურთელი გახდება, რომელთანაც კონტრაქტი უკვე გააფორმა. აქვე გეტყვით, რომ „არსენალს“ კატალონიის „ბარსელონას“ მცველ სამუელ უმტიტისაც უკავშირებენ.

0.14613