კალათბურთი

0:40 | 20.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

“დელტამ” რეგულარული ქუთაისში მოგებით და მე-3 ადგილზე დაასრულა

სუპერლიგის რეგულარული ჩემპიონატის ბოლო, მე-18 ტური 19 აპრილს ქუთაისში დაიწყო. კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა “ქუთაისი 2010”-მა ლექსო ლაფანაშვილის “დელტას” უმასპინძლა და 2 ქულით – 87:89 დამარცხდა. არცერთი გუნდისთვის ამ მატჩის შედეგს სატურნირო მნიშვნელობა არ ჰქონია. ქუთაისელები პირველები იყვნენ და პირველ ადგილზე დარჩნენ, “დელტამ” კი რეგულარული მე-3 ადგილზე დაასრულა.

ორივე გუნდის მეტოქე ბოლო ტურის დარჩენილი მატჩების დასრულების შემდეგ გაირკვევა. “ქუთაისს” ან “ტიტები”, ანაც “კაკტუსი” შეხვდება, ხოლო “დელტას” – “ბათუმი”, ანაც”ოლიმპი”. ქუთაისელები რთულ ვითარებაში არიან, რადგან წინა მატჩში ტრავმირებული დეჟან რაიტი ამ სეზონში ვეღარ ითამაშებს. ტრავმირებულნი არიან ლევან ფაცაცია და ელჯეი ბუსიც.

სუპერლიგის მე-18 ტურის დარჩენილი 3 მატჩი ხვალ, 20 აპრილს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.

ქუთაისი – დელტა
სტატისტიკა: 87:89

www.gbf.ge

0.118397