ჰოლანდიის ერედივიზიონის ბოლოსწინა, 33-ე ტური ამსტერდამის „აიაქსის“ გამო გადაიდო. აღნიშნულ ინფორმაციას ჰოლანდიის ფეხბურთის ფედერაცია ოფიციალურად ავრცელებს.
„ჩემპიონთა ლიგაზე აიაქსის“ მოულონდელი წარმატების გამო 28 აპრილს გასამართი ტური 15 მაისს გაიმართება, რადგან, „აიაქსს“ 28 აპრილს „გრააფსხაპთან“ უნდა ეთამაშა, ხოლო 30 აპრილს „ტოტენჰემთან“ დაპირისპირება ელის. ვინაიდან, ორ თამაშს შორის კი მინიმუმ ორი დღე უნდა იყოს შუალედი ტური გადადებულია“, - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.
ალბათ, იკითხავთ, რატომ გადაიდო მთლიანად ტური, როდესაც მხოლოდ ამსტერდამელთა შეხვედრის გადადება უფრო მარტივი გამოსავალი იქნებოდა. საქმე ისაა, რომ ერედივიზიონში ჩემპიონობისთვის ფიცხელი ბრძოლაა გაჩაღებული და ბოლო ორი ტურის ყველა შეხვედრა პარალელურად დაიწყება.
შედეგად, „აიაქსს“ „ტოტენჰემთან“ ლონდონური მატჩისთვის მოსამზადებლად ერთი კვირა ექნება. ერედივიზიონის 33-ე ტური კი 15 მაისს ჩატარდება. სეზონის დასრულებამდე 4 ტურით ადრე "აიაქსი" და პსვ ეინდჰოვენი 74-74 ქულით პირველ-მეორე ადგილებს იყოფენ.