ლისაბონის „ბენფიკამ“ ფრანფურტის „აინტრახტთან“ ევროპა ლიგის მეოთხედფინალში შინ მოპოვებული ორბურთიანი უპირატესობა (4:2) ვერ შეინარჩუნა და მას შემდეგ, რაც გერმანიაში (0:2) დამარცხდა, ტურნირს გამოეთიშა.
სანამ შეხვედრა შედგებოდა, იქამდე „არწივების“ ორი ქომაგი პორტუგალიიდან გერმანიაში მანქანით გაეშურა, რომ საყვარელი გუნდის თამაშისთვის თვალი ტელევიზორიდან მიედევნებინათ.
თუმცა, საბოლოოდ, შეცდომა დაუშვეს. საქმე ისაა, რომ „ბენფიკას“ ქომაგები მაინის ფრანკფურტის ნაცვლად პოლონეთის საზღვართან, ოდერის ფრანკფურტში ამოჰყვეს. ეს ადგილი კი, სტადიონს, სადაც თამაში გაიმართა, სულ რაღაც 600 კილომეტრითაა დაშორებული...
გზა აბნეულმა ქომაგებმა გული ვერც საყვარელი გუნდის წარმატებით დაიმშვიდეს და ისე მოუწიათ სამშობლოში დაბრუნება.