უეფას ოფიციალურმა ვებგვერდმა ევროპა ლიგის კვირის საუკეთესო ნაკრები დაასახელა. მეოთხედფინალური ეტაპის საპასუხო მატჩების შემდეგ სიმბოლურ ნაკრებში ყველაზე მეტი, ოთხი ფეხბურთელი "ვალენსიას" რიგებიდან მოხვდა, ხოლო სამი სამი მოთამაშითაა წარმოდგენილი "აინტრახტი", რომელმაც "ბენფიკა" გამოთიშა ტურნირს.
ასევე, გულშემატკივრებმა კვირის საუკეთესო ფეხბურთელად პედრო როდრიგესი დაასახელეს. "ჩელსის" ესპანელმა შემტევმა "სლავიასთან" მოგებულ (4:3) მატჩში დუბლი გაიფორმა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.
კვირის სიმბოლური ნაკრები კი შემდეგნაირად გამოიყურება:
მეკარე: ნეტო ("ვალენსია")
მცველები: დანი და კოსტა ("აინტრახტი"), მუკტარ დიახაბი ("ვალენსია"), მაკოტო ჰასებე ("აინტრახტი"), ტონი ლატო ("ვალენსია")
ნახევარმცველები: ტომაშ სოუჩეკი ("სლავია"), დანი პარეხო ("ვალენსია"), ფილიპ კოსტიჩი ("აინტრახტი"), პეტრ შევჩიკი ("სლავია"), პედრო როდრიგესი ("ჩელსი")
თავდამსხმელი: ოლივიე ჟირუ ("ჩელსი")