თურქულ ანტალიაში მიმდინარე ქალთა ევროპის რიგით მე-20 ჩემპიონატის 7 ტურის თავზე ბელა ხოტენაშვილმა (2479) 5.0 ქულა მოაგროვა და სატურნირო ცხრილში მეშვიდე-მეთოთხმეტე ადგილებს ინაწილებს, დამატებითი მაჩვენებლებით კი, მერვეა.
გასულ ტურში ხოტენაშვილი თეთრი ფიგურებით სომეხ ელინა დანიელიანს (2413) დაუზავდა, მე-8 ტურში კი თეთრებითვე იტალიის წარმომადგენელ მარინა ბრუნელოს (2356) გაეჯიბრება.
ამ დროისთვის, შეჯიბრის ერთპიროვნული ლიდერი რუსი ალინა კაშლინსკაია (2477) გახლავთ 6.0 ქულით, მას კი, ნახევარქულიანი ჩამორჩენით 5 მოჭადრაკე მისდევს.
ტურნირზე მოთამაშე დანარჩენი ქართველი მოჭადრაკეების მდგომარეობა კი ასეთია:
44. ნანა ძაგნიძე (2513) – 4.0
45. ნინო ბაციაშვილი (2453) – 4.0
54. სოფიკო ხუხაშვილი (2342) – 4.0
57. მერი არაბიძე (2399) – 4.0
75. სალომე მელია (2393) – 3.5
83. მირანდა მიქაძე (2266) – 3.0
93. ეკატერინე ფიფია (1936) – 3.0
შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატი შვეიცარიული სისტემით 11 ტურად იმართება და მისი საპრიზო ფონდი 60 ათასი ევროს შეადგენს, საიდანაც გამარჯვებული 10 ათასს მიიღებს, 14 საუკეთესო კი მსოფლიოს თასის საგზურს მოიპოვებს.
Please log in to post a comment Log in Or Register