თურქეთის ანტალიაში სტარტი აიღო მსოფლიოს სასკოლო პირველობამ ჭადრაკში. ასპარეზობა შვეიცარული სისტემით 9 ტურად იმართება შემდეგ ასაკობრივ კატეგორიებში: 07, 09, 11, 13, 15 და 17 წლამდე ასაკობრივ კატეგორიებში.
ჩემპიონატში საქართველოს სახელით მონაწილეობენ:
7 წლამდე: მარიამ ნუკრაძე, გაბრიელ გაბადაძე;
9 წლამდე: კესარია მგელაძე, ლუკა ხვედელიძე;
11 წლამდე: ანასტასია კირთაძე, მარიამ ცეცხლაძე, დავით ლომთაძე, დავით ნემსაძე, მათე მექოშვილი;
პირველ ტურში პარტიები მოიგეს: გაბადაძემ, ლომთაძემ, ნემსაძემ, მგელაძემა და კირთაძემ.