კალათბურთი

10:51 | 19.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჯორდან სვოფშირი: ყველა ეპიზოდში ბოლომდე მივდივარ

დინამოს ფორვარდს ჯორდან სვოფშირს კარგი სეზონი აქვს. მთავარი მწვრთნელი ირაკლი ხოშტარია მოთამაშეს აკლიმატიზაციის გავლაში ეხამრებოდა და სეზონის მეორე ნახევარში სვოფშირი ერთ-ერთი საუკეთესოა. არა მხოლოდ დინამოში.

ჯორდანმა ხუთჯერ დააგროვა 20 ქულაზე მეტი. ხუთჯერ აკრიფა 11 მოხსნაზე მეტი. და მოთამაშე საშუალოდ 15.6 ქულას (XV შედეგი სუპერლიგაში), 6.9 მოხსნას (XVII) აგროვებს. სარგებლიანობით (17.8) ჯორდანი ასევე პირველ ოცეულში ზის.

ბლიცი ჯორდან სვოფშირთან.

1. ფლეი ოფი იწყება. მზად ხართ?
ჯორდან სვოფშირი: მოუთმენლად ველოდებით ფლეი ოფის დაწყებას. კიდევ ერთი შეხვედრა რეგულარულში თსუ-ს წინააღმდეგ და დაიწყება ყველაზე მთავარი თამაშები. ფლეი ოფის წინ მოდუნება არ შეიძლება.

2. ყოველთვის ხართ მოტივირებული, მონდომებული. ეს დასაფასებელია.
ჯ.ს: ვცდილობ, ყველა ეპიზოდში ბოლომდე წავიდე, გუნდს მაქსიმუმი მივცე. ყოველთვის ყველაფერი ჩემს და ჩვენს სასარგებლად არ მთავრდება, მაგრამ მონდომებას შედეგი მაინც მოაქვს. ვაკეთებ ყველაფერს გუნდისთვის და ვფიქრობ, ყველა ძლიერი მოთამაშე იგივეს უნდა აკეთებდეს.

3. აქვს მნიშვნელობა პირველ წრეში ვის შეხვდებით?
ჯ.ს: სტრატეგიულად, კი, ნამდვილად აქვს, მაგრამ საბოლოოდ, ვინც არ უნდა იყოს, ყველასთან ბრძოლა იქნება. ფლეი ოფი გავარდნაა - აგებ და კარგად იყავი, მთელი სეზონი დასრულებულია. დინამო მოქმედი ჩემპიონია. ტიტული უნდა დავიცავთ.

0.118182