ფეხბურთი

10:17 | 19.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჟირუმ მესის მიღწევა გაიმეორა

„ჩელსიმ“ ევროპა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალურ მატჩში, პრაღის „სლავიას“ უმასპინძლა, 4:3 გაიმარჯვა და ორი შეხვედრის ჯამში, ნახევარფინალში გავიდა. ერთი ბურთი მასპინძელთაგან ოლივიე ჟირუმ გაიტანა.

ფრანგისთვის ეს მე-10 გოლი აღმოჩნდა ევროპა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში. ის მეორე ფეხბურთელი გახდა 2018/19 სეზონში, ვინც ამ ნიშნულს უწია. მანამდე 10 გოლით ჩემპიონთა ლიგაში ლიონელ მესი გამოირჩა.

ასევე ჟირუ „ჩელსის“ პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ევროთასების ერთ სეზონში 10-ჯერ გამოიჩინა თავი. მანამდე საუკეთესო საკლუბო მიღწევა ფერნანდო ტორესს ჰქონდა, რომელმაც 2012/13 წლების სეზონში 9 ბურთის გატანა შეძლო.

0.113492