თამაშგარე

11:25 | 19.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

რაზე ხითხითებენ ლეო მესი და მისი ცოლი...

ლეო მესი რომ ოჯახზე გადაყოლილი კაცია - ეს ყველამ კარგად ვიცით და ცნობილი მამაკაცების “გამოჭრაზე“ სპეციალიზებული ლამაზმნებიც დიდი ხანია მიხვდნენ, რომ ლეო მესი მათი სამიზნე ვერ გახდება, რადგან მიუხედავად მრავალი მცდელობისა. არგენტინელი მობურთალი ცოლის ღალატს ცოცხალი თავით არ აპირებს.

ლეო მესის ცოლმა და შვილების დედამ, ანტონელა რეკუზომ ამასწინათ ერთ-ერთ პოპულარულ ესპანურ ტელე-შოუში მიიღო მონაწილეობა სადაც განაცხადა, რომ ხშირად იგი და მისი მეუღლე ერთად კითხულობენ ლეო მესიზე უგონოდ შეყვარებული ქალების წერილებს და გვარიანადაც ხითხითებენ ხოლმე.

ეს ამბავი ძალიან არ მოეწონათ ესპანეთში, რადგან ბევრმა ადამიანმა ჩათვალა, რომ მესიზე შეყვარებული გოგონების დაცინვა ცოლ-ქმრის მხრიდან ნამდვილად არაა სამართლიანი საქციელი. მით უმეტეს არაა ლამაზი, როდესაც ამას მესის ცოლი საჯაროდ ყვება. ფაქტი კი ისაა, რომ ლეო მესის გულის მოგება მართლაც რთული საქმეა და ალბათ ახლა ის დროა, როდესაც ბევრმა გოგონამ ლეოს ტრფიალება გულიდან განაგდოს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.128171