ფეხბურთი

9:04 | 19.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

რემზი დაშავდა და „არსენალში“ შესაძლოა, ვეღარც ითამაშოს

ლონდონის „არსენალის“ ნახევარმცველმა, აარონ რემზიმ,“ნაპოლისთან“ ევროპა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალურ მატჩში (1:0), კუნთი დაიზიანა და მინდორი 34-ე წუთზე დატოვა. მის მაგიერ თამაშში ჰენრიხ მხითარიანი ჩაერთო.

„ეს კუნთის ტრავმაა. ალბათ რამდენიმე კვირის გამოტოვება მოუწევს. მაგრამ სხვა ფეხბურთელებიც გვყავს და როტაციას მივმართავთ. „არსენალის“ მაისურით ბოლო მატჩი ითამაშა? ვერ გეტყვით. შესაძლოა.“ - უთხრა „მეთოფეთა“ მთავარმა მწვრთნელმა, უნაი ემერიმ BT Sport-ს.

საქმე ის არის, რომ რემზის კონტრაქტს „არსენალთან“ სეზონის ბოლოს გასდის ვადა. ზაფხულში ის თავისუფალი აგენტის სტატუსით ტურინის „იუვენტუსში“ გადავა.

მიმდინარე სეზონში უელსელმა ყველა ტურნირში 40 მატჩი ჩაატარა, 4 ბურთი გაიტანა და ექვსი საგოლე გადაცემით გამოირჩა.

0.12385