კალათბურთი

23:15 | 18.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

შენგელიას “ბასკონიამ” მოსკოვში იმარჯვა

თორნიკე შენგელიას “ბასკონიამ” მოსკოვში ცსკა-ს 78:68 სძლია და ევროლიგის მეოთხედფინალურ სერიაში წონასწორობა აღადგინა – 1:1. საინტერესოა, რომ ბასკურ კლუბს რუსეთის დედაქალაქში 2005 წლის მაისის შემდეგ ვერ ემარჯვა და ნავსი 14 წლის შემდეგ გატეხა.

ქართველი კალათბურთელი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 22:37 წუთში 7 ქულა, 5 მოხსნა (1 შეტევაში), 2 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა.

თორნიკემ 6-დან 2 ორქულიანი და სამქულიანი ჩააგდო, 3 საჯარიმო ააცილა, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, ერთხელ დაუფარეს, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 4-ჯერ დაჯარიმდნენ.
სტუმართა რიგებში საუკეთესონი დარუნ ჰილარდი (16 ქულა), შევონ შილდსი (15 ქულა), ვინსენ პუარე (14 ქულა, 15 მოხსნა) და პატრისიო გარინო (11 ქულა) იყვნენ, ცსკა-ს მხრიდან კი კორი ჰიგინსი (15 ქულა), სერხიო როდრიგესი (14 ქულა) და ვილ კლაიბერნი (14 ქულა) გამოირჩნენ.
ახლა, მეოთხედფინალური სერია ესპანეთი გადაინაცვლებს და თუკი “ბასკონიამ” 24 და 26 აპრილს ორივე საშინაო მატჩი მოიგო, “ოთხთა ფინალის” საგზურს მოიპოვებს, რომელიც სწორედ ბასკეთში ჩატარდება.

0.114592