ამსტერდამის "აიაქსი" მთავარ მწვრთნელს ერიკ ტენ ჰაგს უახლოეს მომავალში კონტრაქტს გაუხანგრძლივებს. აღნიშნული ინფორმაცია De Telegraaf-მა გაავრცელა. კლუბის აღნიშნული გადაწყვეტილება ჩემპიონთა ლიგაზე გუნდის წარმატებულად თამაშს უკავშირდება.
ახალი ხელშეკრულების მიხედვით ტენ ჰაგი ჰოლანდიურ გრანდში 2024 წლამდე დარჩება. ერიკი "აიაქსში" 2017 წლის ბოლოს მივიდა. ამსტერდამელებმა გასულ სეზონში ერედივიზიონში მეორე ადგილი დაიკავეს.
მიმდინარე სეზონში "აიაქსი" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდა, სადაც "ტოტენჰემს" შეხვდება. პლეი-ოფში ტენ ჰაგის გუნდმა ტურინის "იუვენტუსი" და მადრიდის "რეალი" დაამარცხა. ასევე, ჰოლანდიის ჩემპიონატში 30 მატჩის შემდეგ გუნდს პსვ-თან ერთად 74-74 ქულა აქვს და პირველ ადგილზე იმყოფება. ერედივიზიონში ამსტერდამელებმა 106 გოლი გაიტანეს და 28 გაუშვეს.