შოტლანდიის ფეხბურთის ასოციაციის საბჭომ ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ალექს მაკლიში დაითხოვა. აღნიშნული ინფორმაცია ასოციაციის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა. ეროვნული ნაკრები მაკლიში თანაშემწეებმაც დატოვეს.
მაკლიშმა შოტლანდიის ეროვნული ნაკრები 2018 წლის თებერვალში ჩაიბარა. ალექსის გაწვრთნილმა გუნდმა 12 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 5 მოიგო და 7 შეხვედრაში მარცხი განიცადა. შოტლანდიამ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში ყაზახეთთან 0:3 წააგო, შემდეგ კი სან მარინო 2:0 დაამარცხა.