ჩოგბურთი

19:47 | 18.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილი მონტე კარლოს მასტერსის მეოთხედფინალშია!

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი მონტე კარლოს მასტერსის (საპრიზო ფონდი 5 585 030 ევრო) წყვილთა შეჯიბრის მეოთხედფინალში ითამაშებს.

დღეს, ბასილაშვილმა და მოლდოველმა რადუ ალბოტმა უნგრელი მარტონ ფუჩოვიჩი და არგენტინელი გუიდო პელა 6:1, 6:7 (7:9), 10:6 დაამარცხეს და ნახევარფინალის საგზურისთვის ჰოლანდიელებს (რობინ ჰაასე-ვესლი კოლჰოფი) გაეჯიბრებიან.
შეგახსენებთ, რომ მონტე კარლოს ტურნირის ერთეულთა თანრიგში ბასილაშვილმა სწორედ ხსენებულ ფუჩოვიჩთან წააგო, ამდენად, ქართველმა მცირე რევანშის აღება მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111113