სხვა

21:02 | 18.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

ოლიმპიადის სალიცენზიო პერიოდი მოფარიკავეთათვის

2019 წლის 3 აპრილიდან 2020 წლის 4 აპრილამდე, ოფიციალურად ტოკიოს ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო პერიოდია.

ტოკიო 2020-ში ფარიკაობის სამივე დისციპლინაში ვაჟთა და ქალთა შორის 212 მოფარიკავე იასპარეზებს. აქედან 8 ადგილი გარანტირებულად მასპინძლებს ეკუთვნით.

გუნდური: გუნდურ შეჯიბრში თითო დისციპლინაში 8 გუნდი გამოვა. 2020 წლის 4 აპრილის მონაცემებით FIE-ს რეიტინგის 1-4 გუნდი და 4 ზონის (ევროპა, ამერიკა, აზია-ოკეანეთი, აფრიკა) საუკეთესო ნაკრები. აქ ერთი პირობაა კონტინენტის საუკეთესო გუნდი აუცილებლად უნდა იყოს, FIE-ს რეიტინგის 5-16 ადგილებზე, თუ რომელიმე ზონის წარმომადგენელი მე-16 ადგილის ქვევით იქნება, მის ადგილს რეიტინგში, უკვე კვალიფიცირებული ნაკრების შემდეგ მყოფი, ნებისმიერი კონტინენტის გუნდი დაიკავებს.

ინდივიდუალური: თითო დისციპლინაში 34 ადგილი გათამაშდება. 24-ს გუნდურ შეჯიბრში მოხვედრილი 8 გუნდის 3-3 წარმომადგენელი მიიღებს, შემდეგ 6 ადგილს, FIE-ს რეიტინგში (გუნდური შეჯიბრების კვოტით ვერ მოხვედრილი) ევროპისა და აზია-ოკეანეთის 2-2, აფრიკისა და ამერიკის 1-1 საუკეთესო მოფარიკავე. დარჩენილი 4 ადგილის მფლობელი კი ზონალურ ტურნირებში გაირკვევა. ოთხივე ზონაში (ევროპა, ამერიკა, აზია-ოკეანეთი, აფრიკა) 2019 წლის 15-16 აპრილს ოლიმპიური თამაშების საკვალიფიკაციო შეჯიბრი ჩატარდება და ლიცენზიას მხოლოდ ტურნირის ჩემპიონები მიიღებენ.

ზაფხულის ოლიმპიური თამაშებზე ფარიკაობაში შეჯიბრი 2020 წლის 25 ივლისი-2 აგვისტოს, ტოკიოს საგამოფენო ცენტრ მაკუჰარა მესეში ჩატარდება.

www.fencing.ge

0.115709