სხვა

23:00 | 18.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს 2019 წლის ჩემპიონატი ფარიკაობაში

19-21 აპრილს, თბილისში ოლიმპიური ჩემპიონის ნუგზარ ასათიანის სახელობის ფარიკაობის დარბაზში ფარიკაობაში საქართველოს ჩემპიონატი გაიმართება.

დამოუკიდებელი საქართველოს ჩემპიონატი, 1992 წლიდან ტარდება… პირველი ჩემპიონატი 31 მარტიდან 5 აპრილამდე თბილისში გაიმართა. მას შემდეგ ქვეყნის მთავარი შეჯიბრი ყოველწლიურად, ძირითადათ გაზაფხულზე იმართება.

ჩემპიონატის დაწყებამდე, გაგაცნობთ, რამდენიმე საინტერესო ფაქტს:

ხმალი, ქალები – ყველაზე მეტჯერ (4-2015,2013,2010,2007) ჩემპიონი თეოდორა კახიანი გახდა. მასვე ყველაზე მეტი, ექვსი მედალი აქვს მოპოვებული (I-2015,2013,2010,2007, II-2008, III–2009).

ხმალში კაცებში ყველაზე მეტჯერ, შვიდჯერ ჩემპიონი სანდრო ბაზაძე გახდა (2018, 2017, 2016, 2015, 2014, 2011, 2010), ყველაზე მეტი მედალი თერთმეტი, კი ბექა ბაზაძეს აქვს მოპოვებული (I-2013, 2012, 2009. II-2017, 2016, 2015, 2014, 2010. III-2018, 2011, 2008).

რაპირაში ქალთა შორის 8-8 ოქროს მედალი აქვთ ხათუნა ჭუმბურიძეს (1999, 1998, 1997, 1996, 1995, 1994, 1993, 1992) და თეონა გოგლიძეს (2018, 2017, 2016, 2014, 2013, 2012, 2011, 2010), ყველაზე მეტჯერ, ათჯერ კვარცხლბეკზე კი თიკო ბოლქვაძე ავიდა (I–2008, II–2015, 2011, 2010, 2006. III–2017, 2016, 2014, 2005, 2003.).

კაცთა რაპირაში ლუკა ღაღანიძე ლიდერობს, პირველი ადგილი ხუთჯერ (2018, 2017, 2016, 2015, 2011), მედალი კი ცხრაჯერ (I–2018, 2017, 2016, 2015, 2011. II–2014, 2013, 2012, 2010) აქვს მოპოვებული.

დაშნით მოასპარეზე ქალებში, დიდი ხანია რუსუდან გოგიავას რეკორდი ვერავინ მოხსნა. მან ოთხჯერ აიღო პირველი ადგილი (1999, 1998, 1996, 1993), მისი რეკორდის განმეორება შეუძლია მარია ზაკირჩენკოს, რომელიც მედლების რაოდენობით ლიდერობს - 8 (I-2018, 2016, 2013, II–2017, 2015, 2012, 2011. III–2014).

ვაჟთა შორის დაშნაში, 3-3 პირველი ადგილი აქვთ ჯემალ გამიაშვილს (1992, 1994, 1997) და ალბრეხტ ალბერტს (2007, 2010, 2011), ყველაზე მეტი, თერთმეტი მედალი კი დავით არველაძეს აქვს (I–2014, II–2008, 2010, 2011, 2012, III–2017, 2016, 2015, 2005, 2004, 2003).

www.fencing.ge

თეგებიფარიკაობა
0.121156