ჩოგბურთი

14:57 | 18.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

მეტრეველი ნახევარფინალში ითამაშებს

ქართველი ალექსანდრე მეტრეველისა და რუსი მარკოს კალოველონისის წყვილი ყაზახურ ჩიმკენტში მიმდინარე 25-ათასიანი ტურნირის ნახევარფინალში ითამაშებს.

მეტრეველმა და კალოველონისმა მეოთხედფინალში გიორგი ცივაძე და ყაზახი საგადატ აიაპი 7:6 (7:4), 6:2 დაამარცხეს, ფინალის საგზურისთვის კი რუს თეიმურაზ გაბაშვილსა და ბელარუს ივან ლუტარევიჩს ეთამაშებიან.
ქართველ ჩოგბურთელთა გარეშე გაგრძელდება ერთეულთა ტურნირი. მერვედფინალში მეტრეველი რუს არტიომ დუბრივნისთან 0:6, 4:6 დამარცხდა, ცივაძე კი ასევე რუს, მე-3 ნომრად განთესილ ალენ ავიძბას ვერ გაუმკლავდა – 2:6, 4:6.

0.120179