ფეხბურთი

16:48 | 18.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

ოვერმარსი: "არავის სჯეროდა, მათ შორის მეც - ეს ჰოლანდიური ფეხბურთის შესანიშნავი რეკლამაა"

ამსტერდამის „აიაქსის“ ყოფილი ფეხბურთელი მარკ ოვერმარსი, რომელიც ახლა გუნდის მენეჯმენტშია დასაქმებული ტექნიკური დირექტორის პოსტზე, მშობლიური გუნდის წარმატებაზე საუბრობს.

ვეტერანი ჰოლანდიელი ამბობს, რომ ასეთი შედეგის არავის სჯეროდა და მათ შორის, მასაც.

„არავის სჯეროდა, მხოლოდ ლუის ვან გაალი იყო გამონაკლისი და რამდენი თვის წინ მეც ვუთხარი, რომ მისი სიტყვების არ მჯეროდა. „იუვენტუსმა“ ჩვენთან შედარებით მეტი დაისვენა, ჩვენ კი ყოველ მესამე დღეს ვთამაშობთ. ჩვენ აქამდე ვაჯობეთ საოცარ გუნდებს, როგორებიც „ბენფიკა“ და „რეალი“ არიან. ჩემთვის და მთელი გუნდისთვის დიდი სიამაყის საფუძველი და ჰოლანდიური ფეხბურთის შესანიშნავი რეკლამაა“, - განაცხადა ოვერმარსმა.

შეგახსენებთ, რომ „აიაქსი“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში 22-წლიანი პაუზის შემდეგ გავიდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.125718