ფეხბურთი

12:16 | 18.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

კონტე: „ჯერ არ ვიცი, მომავალ სეზონში რომელ გუნდს გავწვრთნი“

„ჩელსის“ ყოფილმა დამრიგებელმა, ანტონიო კონტემ, ჟურნალისტებს უთხრა, რომ ჯერ არ იცის რომელ კლუბს გაწვრთნის, თუმცა მომავალი სეზონიდან კარიერის გაგრძელებას აუცილებლად აპირებს.

„სად ვიმუშავებ ახალი სეზონიდან? ჯერ არ ვიცი. მაგრამ ერთში დარწმუნებული ვარ, ისეთ კლუბში წავალ, რომლის ამბიციურ პროექტში დავრწმუნდები.“ - უთხრა კონტემ Goal.com-ს.

კონტე შარშანდელი ზაფხულიდანაა უმუშევარი. „ჩელსიმ“ მას ვადამდე შეუწყვიტა კონტრაქტი. მანამდე ის „იუვენტუსსა“ და იტალიის ნაკრებს წვრთნიდა.

მედიაში ვრცელდება ვარაუდები კონტეს შესაძლო სამუშაო ადგილის შესახებ. საუბარია „ინტერზე,“ „რომაზე“ და მისთვის კარგად ნაცნობ „იუვენტუსზე.“

0.119708