ოთხშაბათ საღამოს, ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალურ მატჩში, „მანჩესტერ სიტიმ“ „ტოტენჰემს უმასპინძლა და 4:3 დაამარცხა, თუმცა რადგან პირველ შეხვედრაში ლონდონელებს 1:0 მოეგოთ, შემდგომ ეტაპზეც ისინი გავიდნენ.
საინტერესოა, რომ 21-ე წუთისთვის გუნდებმა ჯამში ხუთი გოლის გატანა მოასწრეს, რაც ტურნირის რეკორდია. ამ დროისათვის „ქალაქელ“ სტერლინგს და ტოტენჰემელ სონს, უკვე დუბლი შეესრულებინათ. ერთიც მასპინძელ ბერნარდუ სილვას გაეტანა. შესვენების შემდეგ მეტოქეებმა თითოჯერ კიდევ გამოიჩინეს თავი. აგუერომ და ლიორენტემ იყოჩაღეს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
გ
იტალიური ფეხბურთის ჩასვრის კვირეული ყოფილა...
ათი წუთის შემდეგ უკვე სერიოზულად მეგონა, რომ თამაში 8:8 დამთავრდებოდა

თუმცა მერე მაინც რაციონალიზმმა გადასძალათ...