ფეხბურთი

19:05 | 17.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

ვატო არველაძე ბიძის გზაზე? ქართველი "სელტიკს" დაუკავშირეს

პოლონური „კორონას“ თავდამსხმელი ვატო არველაძე გლაზგოს „სელტიკის“ ინტერესის სფეროშია. Hitc.com-ის ინფორმაციით, გლაზგოურმა გუნდმა „კორონასთან“ საქმიანი ურთიერთობის ხელშკერულება გააფორმა და შესაძლოა ეს ქართველი ფორვარდის აგენტის გადასაბირებლად გამოიყენოს.

საინტერესოა, რომ არველაძის აგენტი მინო რაიოლა გახლავთ, რაც მის ტოპ გუნდში ტრანსფერს გაცილებით გააადვილებს. გამოცემა ასევე წერს, რომ ქართველი ფეხბურთელი „კორონაში“ ყველაზე პერსპექტიულია და "სელტიკში" თუნდაც თავდაპირველად სინჯებზე ხილვა ყველაზე რეალურია.

და, რა თქმა უნდა, იქვე ახსენებს, შოთა არველაძეს, რომელიც 2001-2005 წლებში „სელტიკის“ მოსისხლე მტერის, „რეინჯერსის“ ღირსებას წარმატებით იცავდა.

აქვე გეტყვით, რომ არველაძეს „კორონას“ მაისურით მიმდინარე სეზონში 5 გოლი აქვს გატანილი.

0.115103