კალათბურთი

17:03 | 17.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

ცქიტიშვილის 15 ქულა 18 წუთში

ნიკოლოზ ცქიტიშვილის “ბეირუთმა” ლიბანის საკალათბურთო ჩემპიონატის ნახევარფინალური სერიის პირველი მატჩი ჩაატარა და შინ, “ჰომენტმენთან” 80:98 წააგო.

ცქიტიშვილი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 18 წუთში 15 ქულა, 4 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა.
ნიკოლოზმა 7-დან 3 ორქულიანი, 4-დან 2 სამქულიანი და 6-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა და ამდენივე პერსონალური ფოლი მიიღო.
ნახევარფინალის მე-2 მატჩი დღეს ჩატარდება, მასპინძელი კი უკვე “ჰომენტმენი” იქნება.

0.118634