ყაზახეთის ქალაქ ჩიმკენტში სტარტი აიღო 25-ათასიანმა ტურნირმა, რომელშიც ქართველი ჩოგბურთელები გიორგი ცივაძე და ალექსანდრე მეტრეველიც არიან ჩართულნი.
ცივაძე კვალიფიკაციაში მე-9 ნომრად იყო განთესილი და 2 მეტოქე დაამარცხა: უზბეკი სარდორ პულატოვი – 6:2, 6:0 და მე-8 რეიტინგის მქონე ყაზახი საგადატ აიაპი – 6:3, 6:4.
ძირითად ბადეში ცივაძე ასევე კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ – მარტინ ბორისიუკს (ბელარუსი) 6:5-ს უგებდა, როდესაც მეტოქემ თამაში ვეღარ გააგრძელა.
მერვედფინალში გიორგის მეტოქე მე-3 ნომრად განთესილი რუსი ალენ ავიძბა იქნება.
მეტრეველმა მე-7 განთესვით მოასპარეზე სიდჰარტ რავატს (ინდოეთი) 6:1, 3:6, 6:1 სძლია და მე-2 წრეში რუს არტიომ დუბრივნის გაეჯიბრება.
წყვილთა ტურნირში მეტრეველმა და რუსმა მარკოს კალოველონისმა მე-4 ნომრად განთესილი რუსულ-უზბეკური დუეტი (ჩეხოვი-სულტანოვი) 6:2, 6:3 დაამარცხეს და მეოთხედფინალში ცივაძესა და ყაზახ აიაპს დაუპირისპირდებიან.
გიორგიმა და საგადატმა რუსებს – ჯანაშიასა და საფიულინს 4:6, 7:5, 10:5 მოუგეს.