ქართველი ჩოგბურთელი ლიკა ბოლქვაძე ყატარის დედაქალაქ დოჰაში გამართული 14-წლამდელთა ტურნირის წყვილთა თანრიგის გამარჯვებული გახდა.
ბოლქვაძე მოლდოველ ალია აბასთან გახლდათ შეამხანაგებული და ყატარში 3 გამარჯვება იზეიმა. ქართველმა და მოლდოველმა ჩოგბურთელებმა ფინალში მე-4 რეიტინგით მოთამაშე ირლანდიელ ჩერაგის და ვიეტნამელ ნგოს 6:3, 6:2 სძლიეს.
ბოლქვაძემ მონაწილეობა ერთეულთა შეჯიბრშიც მიიღო და მეოთხედფიმალამდე მისვლაც შესძლო, თუმცა, იქ ყაზახ ნურგალისთან 6:3, 3:6, 1:6 დამარცხდა.