თორნიკე შენგელიას “ბასკონია” ევროლიგის მეოთხედფინალურ სერიაში ჩაება, თუმცა, მოსკოვში ცსკა-სთან გამართული პირველი მატჩი უშანსოდ წააგო.
ესპანურმა გუნდმა ფავორიტად შერაცხულ მეტოქესთან პირველი ტაიმი მხოლოდ 4 ქულით (40:44) დათმო, შესვენების შემდეგ კი, “არმიელებს” ვერაფერი დაუპირისპირა – 68:94.
ქართველი კალათბურთელი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 18:54 წუთში 6 ქულა, 1 მოხსნა და 2 ჩაჭრა მიითვალა. შენგელიამ 4-დან 1 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 4-ჯერ დაჯარიმდნენ.
სტუმართა მხრიდან 10-ქულიან ზღვარს შევონ შილდსი (17), ვინსენ პუარე (12) და დარუნ ჰილარდი (12) ასცდნენ, ცსკა-ს კი სერხიო როდრიგესმა (19), კორი ჰიგინსმა (12), ნანდო დე კოლომ (11), ვილ კლაიბერნმა (10) და ნიკიტა კურბანოვმა (10) ულიდერეს.
სერიის მე-2 მატჩი ისევ მოსკოვში 18 აპრილს შედგება.
ცნობისთვის, მეოთხედფინალი ასევე დამაჯერებელი გამარჯვებით (76:43) გახსნა სტამბულის “ფენერბაჰჩემ”. თურქულმა გრანდმა შინაურ კედლებში ლიტვური “ჟალგირისი” გაანადგურა.
დღეს, კიდევ ერთი თურქული კლუბი “ანადოლუ ეფესი” ესპანურ “ბარსელონას” მიიღებს, მადრიდის “რეალი” კი ათენის “პანათინაიკოსს” უმასპინძლებს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
აბა ზლატანი 38 წლისაა და მასზე უფროსი არაა?
უცნაურია )) რა 40 ტოო, მე ისევ 17 წლის მგონია