ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში იტალიის ოთხივე კლუბმა გაიმარჯვა. გარდა ამისა, 12 ჯგუფიდან მის ნახევარს - 6-ს ლიდერობს უდანაკარგო გუნდი.
A ჯგუფში “გლადბახის” მთავარმა მწვრთნელმა ლუსიენ ფავრიმ, რომელიც ადრე “ციურიხს” ავარჯიშებდა, შვეიცარიიდან ქულის წაღება შეძლო. ანგარიში პირველი ტაიმის შუაში მასპინძლებმაკი გახსნეს, მაგრამ ორიოდე წუთში ჰოვარდ ნორდტვეიტიმ ძლიერი დარტყმით წონასწორობა აღადგინა. მეორე ტაიმი გერმანელების იყო, მაგრამ “ციურიხის” კარის დარაჯმა დავიდ და კოსტამ სტუმრებს 3 ქულის წაღება არ დაანება. “ვილიარეალმა” დროებით მწვრთნელის - ურის ხელმძღვანელობით “აპოლონი” მორენოსა და ესპინოსას მიერ შესრულებული დუბლებით დაამარცხა. პირველმა “ვილიარეალის” პირველი გოლი გაიტანა ევროთასებში, ხოლო მეორე ამ ტურნირში საერთოდ პირველად თამაშობდა და ეს მოვლენა დუბლით აღნიშნა.
B ჯგუფში “ბრიუგემ” “ჰიკი” ფინეთში ეფექტურად დაამარცხა. სტუმრებს პირველ ტაიმში ჰეიკინენიც დაეხმარა, რომელმაც ავტოგოლი მიითვალა, ხოლო მეორე ტაიმში თავი დე სუტერმა დე ბოკიმ გამოიჩინეს. “ბრიუგე” ჯგუფს 4 ქულით ლიდერობს და ჯერჯერობით საკუთარ კარში გოლი არ გაუშვია, “ჰიკს” კი პირიქით - თავად არ გაუტანია. აგერ უკვე მეორე თამაშია გოლს არ უშვებს “ტორინოც”, თუმცა იტალიურმა კლუბმა “კოპენჰაგენის” დამარცხება დიდი გაჭიტვებით მოახერხა. კვალიარელამ თერთმეტმეტრიანი მსაჯის მიერ დამატებულ მე-4 წუთზე გაიტანა და ტურინელებმაც მისი წყალობით იმარჯვეს. იტალიელებს ანგარიშის გახსნა პირველ ტაიმშიც შეეძლოთ, მაგრამ მორეტის თავური ზედა ძელმა აისხლიტა.
C ჯგუფს მოულოდნელი ლიდერი ყავს. იქ, სადაც “ტოტენჰემი” და “ბეშიქთაში” თამაშობენ, პირველ ადგილზე 4 ქულით ბერძნული კლუბია, რომელსაც ევროტურნირებზე აგერ უკვე 6 თამაშია საკუთარ მოედანზე არ წაუგია. უეფას ეგიდით ჩატარებულ ბოლო 8 თამაშში პირველად დამარცხდა “პარტიზანი”. “ტოტენჰემი” “ბეშიქთაშის” დამარცხებასთან ძალიან ახლოს იყო. მასპინძლები 27-ე წუთზე გარი კეინმა დააწინაურა, მერე ინგლისელთა მეკარე უგო ლორისმა რამდენიმე შესანიშნავი სეივი განახორციელა, მაგრამ 89-ე წუთზე დემბა ბას თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან დარტყმულს ფრანგმაც ვერაფერი მოუხერხა.
D ჯგუფში ყველაფერი პირველ ტაიმში გადაწყდა. “სელტიკმა” ზაგრების “დინამო” კრის ქომონსის სწრაფი გოლის წყალობით დაამარცხა, თუმცა ქება ეკუთვნის შოტლანდიელთა კიპერ კრეიგ გორდონსაც, რომელმაც რამდენიმე რთული დარტყმა მოიგერია. აღსანიშნავია, რომ ხორვატიის ჩემპიონები გლაზგოში უკვე მესამედ დამარცხდნენ. მეორე შეხვედრაში “ასტრა” კი დაწინაურდა, მაგრამ შესვენებამდე ორი გოლი გაუშვა და ამის შემდეგ ანგარიში აღარ შეცვლილა. ჯგუფს 4-4 ქულით “ზალცბურგი” და “სელტიკი” ლიდერობს.
შემდეგ ჯგუფში უდანაკრგოა მოსკოვის “დინამო”, რომელმაც მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე გატანილი გოლით პსვ დაამარცხა. მასპინძლები პირველ ტაიმშიც ფლობდნენ უპირატესობას, მაგრამ ჰოლანდიელთა კარს გასაღები იქამდე ვერ მოუძებნეს, სანამ მოედანზე ჟირკოვი არ გავიდა და მანაც ხანგრძლივი შტურმი ლოგიკურად დაასრულა. წარუმატებლობას განიცდის ბერძნული “პანათინაიკოსი”, რომელიც “ეშტორილთან” მეორე ტაიმში გაშვებული ორი გოლით დამარცხდა და ჯერჯერობით უქულოდაა.
უდანაკარგოდ მიდის მილანის “ინტერიც”, რომელსაც ევროთასების რვა საშინაო თამაშია მარცხი არ განუცდია. მასპინძლებმა “ყარაბაღთან” მატჩი არცთუ კარგად დაიწყეს, მაგრამ მე-18 წუთზე დანილო დ’ამბროზიოს გოლით მაინც დაწინაურდნენ, ხოლო 85-ე წუთზე მაურო იკარდიმ სტუმრებს ფრის იმედი გადაუწურა. ასე დასრულდა აზერბაიჯანელთა სამმატჩიანი ფრეების სერია ევროპის ლიგაზე. “დნიპროს” საფრანგეთიდან 3 ქულის წაღების შანსი ჰქონდა, მაგრამ 28-ე წუთზე ნიკოლა კალინიჩმა თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა და მატჩიც უგოლოდ დასრულდა. აღსანიშნავია, რომ უკრაინულმა კლუბმა ფრანგებთან აქამდე ცხრა თამაში გამართა და მეშვიდე დაასრულა ფრედ. 1-მა ქულამ “სენტ-ეტიენს” მეორე ადგილზე ასვლის საშუალება მისცა.
“რიეკამ” 10-კაციანი “სევილიასგან” გოლი მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე გაუშვა და ესპანელებს ის ქულა გაატანა, რომელმაც მათ ლიდერობის შენარჩუნების საშუალება მისცა. ანგარიში ასპასის დრიბლინგს შედეგად გაიხსნა, მაგრამ 52-ე წუთზე კოლოძეიჩეკი ბოლო იმედის ჯარიმისთვის წითელი ბარათით დაისაჯა და კრამარიჩმა პენალტი ზუსტად შეასრულა. 68-ე წუთზე ხორვატები დაწინაურდნენ, მაგრამ მბიამ სევილიელებს ქულა მოუტანა. მატჩის მიწურულს მანუს მიერ გატანილი გოლი აღმოჩნდა გადამწყვეტი “ფეინოორდისა” და “სტანდარდის” შეხვედრაში. ჰოლანდიელებმა ხასიათთან ერთად სატურნირო მდგომარეობაც მნიშვნელოვნად გაიუმჯობესეს. აღსანიშნავია, რომ “ფეინოორდი” ბელგიურ კლუბებთან საკუთარ მოედანზე წაუგებელი მატჩების სერიას აგრძელებს.
H ჯგუფში ყველაზე პოპულარული ანგარიში 1:1-ია - ამ შედეგით ოთხიდან სამი თამაში დასრულდა. კრასნოდარის პირთამდე სავსე სტადიონმა პირველი ტაიმის მიწურულს გაიხარა, როდესაც ახმედოვმა ანგარიში გახსნა, მაგრამ ერთ დროს “ანჟის” ფორვარდმა ეტოომ რუსებს სიხარული არ დაანება, 82-ე წუთზე ბეინსის ჩოწოდებული ბურთი კარში გადაგზავდა და “ევერტონს” ლიდერობა შეუნარჩუნა. “ლილი” “ვოლფსბურგს” ვერაფრით სჯობდა, მაგრამ 77-ე წუთზე გატანილი თერთმეტმეტრიანით სწორედ ის დაწინაურდა. მათმამეკარე ენეამამ რამდენიმე რთული ბურთი მოიგერია, მაგრამ დე ბრეინეს დარტყმულს წინ ვეღარ აღუდგა და გუნდებმა ქულები გაიყვეს.
I ჯგუფში ქულათა მაქსიმუმი აქვს იტალიურ “ნაპოლის”, რომელმაც “სლოვანი” ბრატისლავაში დაამარცხა. სამშობლოში ჩასულმა ჰამშიკმა თავისიანები არაფრად ჩააგდო და ჯერ ანგარიში გახსნა, ხოლო მერე საგოლე გადაცემა გააკეთა. აღსანიშნავია, რომ იგუაინი შეცვლაზე ერთი წუთის შესული იყო, როდესაც გოლი გაიტანა და მატჩის ბედი გადაწყვიტა. “სპარტამ” შვეიცარული კლუბების კომპლექსი გადალახა, ამ ქვეყნის წარმომადგენლებთან გამართულ მეოთხე მატჩში პირველი გამარჯვება მოიპოვა და ჯგუფიდან გასვლის ერთ-ერთი კანდიდატია.
კიევის “დინამომ” J ჯგუფის ფავორიტის სტატუსი გაიმყარა. უკრაინელებმა უშუალო კონკურენტ “სტიაუას” უმასპინძლეს და იარომლენკოს კარგი თამაშის წყალობით 3:1 იმარჯვეს. მან პირველი ტაიმის მიწურულს ანგარიში გახსნა,მეორე საგოლე კომბინაციაშიც მიიღო მონაწილეობა, მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე კი, ტეოდორჩიკი ცარიელ კარზე გაიყვანა. პორტუგალიური “რიუ ავე” ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩია გოლის გატანას ვერ ახერხებს. დანიურმა “ოლბორგმა” მეტოქეს აშკარად აჯობა და მეორე ტაიმის დებიუტში ანგარიში გახსნა, მერე მასპინძლებს ორჯერ შეეძლოთ უპირატესობის გაზრდა და მართალია იაკობსენმა შანსები ვერ გამოიყენა, მაგრამ მისმა გუნდმა გამარჯვება მაინც მოიპოვა.
“ფიორენტინამ” “გენგამის” შემდეგ სამი უპასუხო გოლი მინსკის “დინამოსაც” გაუტანა. მარვომ ამ სეზონის 9-მატჩიანი უგოლო სერია პაოკთან შეწყვიტა, ოთხი წუთის ინტერვალში დუბლი შეასრულა და “გენგამი” ჯგუფიდან გასვლის მსურველთა შორის დააბრუნა.
ბოლო ჯგუფში ორივე თამაში ერთნაირი ანგარიშით დასრულდა, ოღონდ თუ ბელგიაში მინიმალური სხვაობით მასპინძლებმა იმარჯვეს, თურქეთში 1:0 სტუმრებმა მოიგეს. “ლეგიამ” ევროპის ლიგის შარშანდელი გათამაშების ჯგუფურ ეტაპზე “ტრაბზონსფორთან” ორივე თამაში წააგო, ახლა კი რევანში აიღო. ერთადერთი გოლი კუხარჩიკის ანგარიშზეა, მერე სტუმრები კაცნაკლული დარჩნენ და იატაბარეს წონასწორობის აღდგენაც შეეძლო, მაგრამ მისი დარტყმული ზედა ძელმა აისხლიტა. “ლეგიამ” ზედიზედ მეორე თამაში 1:0 მოიგო და ქულათა მაქსიმუმით პირველ ადგილზეა. მას “ტრაბზონის” გარდა კვალში უდგას “ლოკერენი”, რომელმაც ხარკოვის “მეტალისტი” 74-ე წუთზე დე პაუვის მიერ შორეულ კუთხეში გატანილი გოლით დაამარცხა.
ევროპის ლიგა 2014/2015. II ტური
A ჯგუფი
ციურიხი (შვეიცარია) - გლადბახი (გერმანია) 1:1 (1:1)
გოლები: 1:0 ეტუნდი (23), 1:1 ნორდტვეიტი (25)
გაფრთხილება: ჯიმსიტი (35)
ვილიარეალი (ესპანეთი) - აპოლონი (კვიპროსი) 4:0 (2:0)
გოლები: 1:0 მორენო (9), 2:0 ესპინოსა (44), 3:0 ესპინოსა (51), 4:0 მორენო (82)
| 1. | ვილიარეალი | 2 | 1 | 1 | 0 | 5:1 | 4 | |
| 2. | აპოლონი | 2 | 1 | 0 | 1 | 3:6 | 3 | |
| 3. | გლადბახი | 2 | 0 | 2 | 0 | 2:2 | 2 | |
| 4. | ციურიხი | 2 | 0 | 1 | 1 | 3:4 | 1 |
მომდევნო ტური. 23 ოქტომბერი
ვილიარეალი - ციურიხი, გლადბახი - აპოლონი
B ჯგუფი
ჰიკი (ფინეთი) - ბრიუგე (ბელგია) 0:3 (0:1)
გოლები: 0:1 ჰეიკინენი (19 ა.გ.), 0:2 დე სუტერი (70), 0:3 დე ბოკი (78)
გაფრთხილება: ტაინიო (19) - ფერნანდო (43)
ტორინო (იტალია) - კოპენჰაგები (დანია) 1:0 (0:0)
გოლი: 1:0 კვალიარელა (90+4 პ.)
გაფრთხილება: ბენასი (54), მოლინარო (77) - გისლასონი (61), ანტონსონი (90+3)
| 1. | ბრიუგე | 2 | 1 | 1 | 0 | 3:0 | 4 | |
| 2. | ტორინო | 2 | 1 | 1 | 0 | 1:0 | 4 | |
| 3. | კოპენჰაგენი | 2 | 1 | 0 | 1 | 2:1 | 3 | |
| 4. | ჰიკი | 2 | 0 | 0 | 2 | 0:5 | 0 |
მომდევნო ტური. 23 ოქტომბერი
ტორინო - ჰიკი, ბრიუგე - კოპენჰაგენი
C ჯგუფი
ასტერასი (საბერძნეთი) - პარტიზანი (სერბეთი) 2:0 (1:0)
გოლები: 1:0 უსერო (22), 2:0 პარა (52)
გაფრთხილება: გოიანი (90+1), ბარალესი (90+3) - ილიჩი (15), ლაზოვიჩი (50), ვულიჩევიჩი (61), ნიკოვიჩი (89)
ტოტენჰემი (ინგლისი) - ბეშიქთაში (თურქეთი) 1:1 (1:0)
გოლები: 1:0 კეინი (27), 1:1 ბა (89 პ.)
გაფრთხილება: დევისი (7), ბენტალები (48), ფასიო (50), კირიკეში (89) - ბა (6)
| 1. | ასტერასი | 2 | 1 | 1 | 0 | 3:1 | 4 | |
| 2. | ბეშიქთაში | 2 | 0 | 2 | 0 | 1:1 | 2 | |
| 3. | ტოტენჰემი | 2 | 0 | 2 | 0 | 2:2 | 2 | |
| 4. | პარტიზანი | 2 | 0 | 1 | 1 | 0:2 | 1 |
მომდევნო ტური. 23 ოქტომბერი
ტოტენჰემი - ასტერასი, პარტიზანი - ბეშიქთაში
D ჯგუფი
ასტრა (რუმინეთი) - ზალცბურგი (ავსტრია) 1:2 (1:2)
გოლები: 1:0 სეტო (15), 1:1 კამპლი (36), 1:2 ჟონათამ სორიანო (42)
გაფრთხილება: ბუდესკუ (75), ბენ-იუსუფი (83) - ულმერი (48), ზაბიტცერი (62), ლაზარო (72)
სელტიკი (შოტლანდია) - დინამო (ზაგრები, ხორვატია) 1:0 (1:0)
გოლი: 1:0 ქომონსი (6)
გაფრთხილება: დენაიე (86), სტოუქსი (90+3) - ანტოლიჩი (31), სიგალი (75), ადემი (85)
| 1. | ზალცბურგი | 2 | 1 | 1 | 0 | 4:3 | 4 | |
| 2. | სელტიკი | 2 | 1 | 1 | 0 | 3:2 | 4 | |
| 3. | დინამო | 2 | 1 | 0 | 1 | 5:2 | 3 | |
| 4. | ასტრა | 2 | 0 | 0 | 2 | 2:7 | 0 |
მომდევნო ტური. 23 ოქტომბერი
სელტიკი - ასტრა, ზალცბურგი - დინამო
E ჯგუფი
დინამო (მოსკოვი, რუსეთი) - პსვ (ჰოლანდია) 1:0 (0:0)
გოლი: 1:0 ჟირკოვი (90+3)
გაფრთხილება: დუგლასი (90+2) - არიასი (49), მახერი (59), იოზეფზონი (76)
ეშტორილი (პორტუგალია) - პანათინაიკოსი (საბერძნეთი) 2:0 (0:0)
გოლები: 1:0 კლებერი (52), 2:0 დიოგო ამადუ (66)
გაფრთხილება: ნანო (33)
| 1. | დინამო მოსკ. | 2 | 2 | 0 | 0 | 3:1 | 6 | |
| 2. | ეშტორილი | 2 | 1 | 0 | 1 | 2:1 | 3 | |
| 3. | პსვ | 2 | 1 | 0 | 1 | 1:1 | 3 | |
| 4. | პანათინაიკოსი | 2 | 0 | 0 | 2 | 1:4 | 0 |
მომდევნო ტური. 23 ოქტომბერი
ეშტორილი - დინამო, პსვ - პანათინაიკოსი
F ჯგუფი
სენტ-ეტიენი (საფრანგეთი) - დნიპრო (უკრაინა) 0:0 (0:0)
გაფრთხილება: პერინი (27), ბაიალ სალი (71) - ზოზულია (33), ფედეცკი (52), მაზუხი (70), შახოვი (81), დუგლასი (89)
ინტერი (იტალია) - ყარაბაღი (აზერბაიჯანი) 2:0 (1:0)
გოლები: 1:0 დ’ამბროზიო (18), 2:0 იკარდი (85)
გაფრთხილება: ჟუანი (80), მედელი (82) - მუარემი (90+5)
| 1. | ინტერი | 2 | 2 | 0 | 0 | 3:0 | 6 | |
| 2. | სენტ-ეტიენი | 2 | 0 | 2 | 0 | 0:0 | 2 | |
| 3. | დნიპრო | 2 | 0 | 1 | 1 | 0:1 | 1 | |
| 4. | ყარაბაღი | 2 | 0 | 1 | 1 | 0:2 | 1 |
მომდევნო ტური. 23 ოქტომბერი
ინტერი - სენტ-ეტიენი, დნიპრო - ყარაბაღი
G ჯგუფი
ფეინოორდი (ჰოლანდია) - სტანდარდი (ბელგია) 2:1 (0:0)
გოლები: 1:0 ვან ბეეკი (47), 1:1 ვიერა (65), 2:1 მანუ (84)
გაფრთხილება: იმერსი (37), ნელომი (69) - მპოკუ (37), ვან დამი (86)
რიეკა (ხორვატია) - სევილია (ესპანეთი) 2:2 (0:1)
გოლები: 0:1 ასპასი (26), 1:1 კრამარიჩი (53 პ.), 2:1 კვრჟიჩი (68), 2:2 მბია (90+1)
გაფრთხილება: ცვიანოვიჩი (13), კვრჟიჩი (19) - ფერნანდო ნავარო (87)
გაძევება: კოლოძეიჩაკი (52 სევილია)
| 1. | სევილია | 2 | 1 | 1 | 0 | 4:2 | 4 | |
| 2. | სტანდარდი | 2 | 1 | 0 | 1 | 3:2 | 3 | |
| 3. | ფეინოორდი | 2 | 1 | 0 | 1 | 2:3 | 3 | |
| 4. | რიეკა | 2 | 0 | 1 | 1 | 2:4 | 1 |
მომდევნო ტური. 23 ოქტომბერი
რიეკა - ფეიონოორდი, სტანდარდი - სევილია
H ჯგუფი
კრასნოდარი (რუსეთი) - ევერტონი (ინგლისი) 1:1 (1:0)
გოლები: 1:0 არი (43), 1:1 ეტოო (82)
გაფრთხილება: ლუკაკუ (90+3)
ვოლფსბურგი (გერმანია) - ლილი (საფრანგეთი) 1:1 (0:0)
გოლები: 0:1 ორიგი (77 პ.), 1:1 დე ბრეინე (82)
გაფრთხილება: როდრიგესი (75), პერიშიჩი (79), ლუის გუსტავო (90) - გუეი (84)
| 1. | ევერტონი | 2 | 1 | 1 | 0 | 5:2 | 4 | |
| 2. | კრასნოდარი | 2 | 0 | 2 | 0 | 2:2 | 2 | |
| 3. | ლილი | 2 | 0 | 2 | 0 | 2:2 | 2 | |
| 4. | ვოლფსბურგი | 2 | 0 | 1 | 1 | 2:5 | 1 |
მომდევნო ტური. 23 ოქტომბერი
კრასნოდარი - ვოლფსბურგი, ლილი - ევერტონი
I ჯგუფი
სპარტა (ჩეხეთი) - იანგ ბოიზი (შვეიცარია) 3:1 (2:0)
გოლები: 1:0 ვახა (27), 2:0 ლაფატა (28), 2:1 ოარო (52), 3:1 ლაფატა (85)
გაფრთხილება: კონატე (51), კადერჟაბეკი (69) - ლეციაკსი (5)
სლოვანი (სლოვაკეთი) - ნაპოლი (იტალია) 0:2 (0:1)
გოლები: 0:1 ჰამშიკი (35), 0:2 იგუაინი (74)
გაფრთხილება: კუბიკი (55)
| 1. | ნაპოლი | 2 | 2 | 0 | 0 | 5:1 | 6 | |
| 2. | იანგ ბოიზი | 2 | 1 | 0 | 1 | 6:3 | 3 | |
| 3. | სპარტა | 2 | 1 | 0 | 1 | 4:4 | 3 | |
| 4. | სლოვანი | 2 | 0 | 0 | 2 | 0:7 | 0 |
მომდევნო ტური. 23 ოქტომბერი
სლოვანი - სპარტა, იანგ ბოიზი - ნაპოლი
J ჯგუფი
დინამო (კიევი, უკრაინა) - სტიაუა (რუმინეთი) 3:1 (1:0)
გოლები: 1:0 იარომლენკო (40), 2:0 კრავეცი (66), 2:1 რუსესკუ (89), 3:1 ტეოდორჩიკი (90+1)
გაფრთხილება: რიბალკა (86) - პაპი (38), შუკალა (77), ტენესე (90+1), პრეპელიცე (90+2)
ოლბორგი (დანია) - რიუ ავე (პორტუგალია) 1:0 (0:0)
გოლი: 1:0 ჰელენიუსი (46)
გაფრთხილება: დალსგორი (40), იაკობსენი (40) - პედრუ მორეირა (62), ვაკასო (81), ახმედ ჰასანი (86), ტარანტინი (90+2)
| 1. | დინამო კ. | 2 | 2 | 0 | 0 | 6:1 | 6 | |
| 2. | სტიაუა | 2 | 1 | 0 | 1 | 7:3 | 3 | |
| 3. | ოლბორგი | 2 | 1 | 0 | 1 | 1:6 | 3 | |
| 4. | რიუ ავე | 2 | 0 | 0 | 2 | 0:4 | 0 |
მომდევნო ტური. 23 ოქტომბერი
ოლბორგი - დინამო, სტიაუა - რიუ ავე
K ჯგუფი
გენგამი (საფრანგეთი) - პაოკი (საბერძნეთი) 2:0 (0:0)
გოლები: 1:0 მარვო (47), 2:0 (მარვო 50)
გაფრთხილება: შვარცი (70)
დინამო (მინსკი, ბელარუსი) - ფიორენტინა (იტალია) 0:3 (0:1)
გოლები: 0:1 აკვილანი (33), 0:2 ილიჩიჩი (62), 0:3 ბერნარდესკი (67)
გაფრთხილება: ბასანტა (24)
| 1. | ფიორენტინა | 2 | 2 | 0 | 0 | 6:0 | 6 | |
| 2. | პაოკი | 2 | 1 | 0 | 1 | 6:3 | 3 | |
| 3. | გენგამი | 2 | 1 | 0 | 1 | 2:3 | 3 | |
| 4. | დინამო | 2 | 0 | 0 | 2 | 1:9 | 0 |
მომდევნო ტური. 23 ოქტომბერი
დინამო - გენგამი, პაოკი - ფიორენტინა
L ჯგუფი
ლოკერენი (პოლონეთი) - მეტალისტი (უკრაინა) 1:0 (0:0)
გოლი: 1:0 დე პაუვი (74)
გაფრთხილება: ავანაკენი (84), დე პაუვი (90) - პშენიჩნიხი (24), ვილიაგრა (30), ედმარი (84)
ტრაბზონსფორი (თურქეთი) - ლეგია (პოლონეთი) 0:1 (0:1)
გოლი: 0:1 კიხარჩიკი (16)
გაფრთხილება: კონსტანი (45), პაპადოპულოსი (74), სეფა ილმაზი (90+5) - ჟირო (25), ბჟისკი (35), კუხარჩიკი (43), დოსა ჟუნიორი (49), დუდა (80)
გაძევება: ჟირო (88)
| 1. | ლეგია | 2 | 2 | 0 | 0 | 2:0 | 6 | |
| 2. | ტრაბზონსფორი | 2 | 1 | 0 | 1 | 1:1 | 3 | |
| 3. | ლოკერენი | 2 | 1 | 0 | 1 | 2:2 | 3 | |
| 4. | მეტალისტი | 2 | 0 | 0 | 2 | 1:3 | 0 |
მომდევნო ტური. 23 ოქტომბერი
ტრაბზონი - ლოკერენი, მეტალისტი - ლეგია







