ფეხბურთი

11:51 | 17.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

ვალვერდე: „მესი ყოველთვის გვეხმარება პრობლემების მოგვარებაში“

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ, „მანჩესტერთან“ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალურ მატჩში გამარჯვების შემდეგ (3:0), ჟურნალისტებს უთხრა, რომ ძალიან გახარებულია შედეგით, რადგან „ბარსა“ უკვე წლებია ნახევარფინალში არ ყოფილა.

„დიდი ხანია ნახევარფინალში აღარ ვყოფილვართ, ამიტომ ძალიან გაგვიხარდა. ახლა ფინალში გასვლაზე უნდა ვიფიქროთ. საკუთარ ძალებში დარწმუნებული ვართ. თუმცა სიფრთხილეც საჭიროა. ხანდახან რამდენიმე უხეიროდ ჩატარებულმა წუთმა შეიძლება ყველაფერი თავდაყირა დააყენოს.

მესი ყოველთვის გვეხმარება პრობლემების დაძლევაში. მაგრამ ბოდიშის მოხდას არ ვაპირებთ, იმისათვის, რომ ლეო გვყავს. ეს ჩვენი ბედნიერებაა. არგენტინელი შესანიშნავ ფეხბურთს უჩვენებს. მისმა გოლებმა შეცვალა თამაში (მესიმ დუბლი მიითვალა).

„იუვენტუსი“ გავარდა? ვერ გეტყვით, კარგი იქნება თუ არა „აიაქსთან“ შეხვედრა, იმის შემხედვარე, რასაც ამსტერდამული კლუბი სჩადის.“ - უთხრა ვალვერდემ უეფას პრესსამსახურს.

ნახევარფინალში კატალონიელების მეტოქე „პორტუ“ – „ლივერპულის“ გამარჯვებული იქნება. მათი შეხვედრა დღეს, 17 აპრილს, ლისაბონში გაიმართება და თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება. პირველი მატჩი „ლივერპულს“ 2:0 აქვს მოგებული.

0.131936