თამაშგარე

10:50 | 17.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

გულახდილი არაბი ასული

სამი წლის წინ არავინ იცოდა არაბი მოდელისა და მოცურავის იმაან ჰამამის შესახებ, რომლის სახელიც დღეს მთელი მსოფლიოს ბულვარულ მედიას პირზე აკერია და მთელს აზიაში ფაქტობრივად არ მოიძებნება ამ გოგონაზე მეტად ცნობილი და წარმატებული ასული.

იმაან ჰამამი პოპულარული საკუთარმა განცხადებამ გახადა, როდესაც დაუფარავად მოჰყვა საკუთარი ცხოვრების შესახებ და ისიც არ დაუმალია, თუ ოჯახსა და საზოგადოებაში როგორი რთული წინააღმდეგობები გადალახა იმისათვის რო ჯერ სპორტსმენობამდე, შემდეგ კი ცნობილ მოდელობამდე მიეღწია.

ცოტა ხნის წინ, იმაანმა მეტად სარფიანი კონტრაქტი გააფორმა მილანის ერთ-ერთ პრესტიჟულ სამოდელო სახლთან და საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ეს გოგო კიდევ ბევრ წარმატებას მიაღწევს. როგორც იმაან ჰამამის შემთხვევა გვიდასტურებს, ზოგჯერ გულახდილობას მართლაც რომ არაფერი ჯობია...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.146692