„აიაქსის“ მთავარმა მწვრთნელმა, ერიკ ტენ ჰაგმა, „იუვენტუსთან“ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალურ მატჩში გამარჯვების შემდეგ, ჟურნალისტებს უთხრა, რომ მის გუნდს გოლებამდე რამდენიმე ასპროცენტიანი მომენტი ჰქონდა და თამაშის ინტრიგა უფრო ადრე უნდა მოეკლა.
„პირველისგან აბსოლუტურად განსხვავებული მატჩი იყო. თავიდან ეს ფიზიკური დაპირისპირება უფრო გახლდათ. ორგანიზებულობის თვალსაზრისით კარგად გამოვიყურებოდით. მთავარი იყო მათი შტორმისთვის გაგვეძლო.
მეორე ტაიმში მეტოქის თამაში ჩამოიშალა. ჩვენ მეტი თავისუფალი სივრცეები შეგვექმნა. სამი-ოთხი ასპროცენტიანი მომენტი შევქმენით და ინტრიგა უფრო ადრე უნდა მოგვეკლა.“ - ციტირებს ტენ ჰაგის სიტყვებს უეფას პრესსამსახური.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ჯერ სად ხართ ეს შესავალია...და მე ეხლა ჩემ საყვარელ ჰოლანდიის ნაკრებზე ვამბობ...
ხვდებით ეხლა რა ნაკრებია და სადღაც 2-3 წელში რა დადგება...2022 ჰოლანდია მსოფლიო ჩემპიონი)))) ეკუთვნის,მემგონი ყველაზე მეტჯერ მსოფლიოს ფინალი ჰოლანდიას აქვს წაგებული...
იუვეს ბევრმა ჭეშმარიტმა გულშემატკივარმაც აღიარა რომ აიაქსი სრულიად იმსახურებდა გამარჯვებას. თუმცა ისიც მოვისმინე რომ მსაჯმა ცოტა დრო დაამატაო თითქოს ამის ბრალი იყო წაგება
სულ რომ 10 წუთი დაემატებინა იუვე 2 გოლს გაიტანდა? რეალურად ვინც თამაშს უყურა იუვეს 2 გოლი კი არა აიაქსი უფრო გაუტანდა მესამეს. და საერთოდაც ამსტერდამშივე გამოჩნდა რომ აიაქსი უკეთესი იყო